მეოთხედფინალი, რომელშიც ყველაფერი მოხდა

მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში ნახევარფინალის წყვილები გამოვლინდა: საფრანგეთი-შვედეთი, დანია- ესპანეთი.

მეოთხედფინალი ოთხი მატჩიდან მხოლოდ შვედეთმა მოუგო იოლად ყატარს, 35-23 დანარჩენ სამ შეხვედრაში კი მოხდა ყველაფერი, რაც შეიძლება ხელბურთში მოხდეს.

მსოფლიო ჩემპიონ დანიას მასპინძელი ეგვიპტის დასამარცხებლად დასჭირდა 2 ექსტრა ტაიმი (დამატებითი 20 წუთი) და შვიდმეტრიანების სერია; თამაშში არცერთი გუნდი არ დაწინაურებულა 3 ბურთზე მეტით; ძირითად 60 წუთში ბოლო შეტევა ეგვიპტეს ჰქონდა, მაგრამ გუნდმა მოთამაშის შეცვლის პროცედურა დაარღვია, 2 წუთით დაისაჯა და ბურთიც მეტოქეს დაუთმო – დანიამ შანსი ვერ გამოიყენა, 28-28.

პირველი დამატებით დროის ბოლოს დანია იგებდა და შეტევაც ჰქონდა, მაგრამ დასრულებამდე 4 წამით ადრე მსაჯმა პასიური თამაში დაუსტვინა, მიქელ ჰანსენმა კი ბურთი მოისროლა, რისთვისაც წითელი ბარათით და შვიდმეტრიანით დაისაჯა – სანადმა გაათანაბრა, 34-34 და დაინიშნა მეორე ოვერტაიმი, რომელიც ანალოგიურად დასრულდა – ეგვიპტელი ელმასრის წითელი ბარათით და მაგნუს ლანდინის შვიდმეტრიანით, 35-35! გამარჯვებული გამოვლინდა მხოლოდ შვიდმეტრიანი სერიის ბოლო, მეათე დარტყმის შემდეგ. დანიამ 39-38 მოიგო.

საფრანგეთსაც დამატებითი დრო დასჭირდა უნგრეთის დასამარცხებლად მატჩში, რომელსაც თავიდან 2-8 აგებდა, ბოლო 3 წუთში კი სამბურთიანი უპირატესობა (30-27) ვერ შეიარჩუნა. მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალისტი ნორვეგია ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა – 26-31.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე დასვენების დღეა, პარასკევს – ნახევარფინალი, კვირას – ფინალი.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

მეოთხედფინალი, 27 იანვარი

დანია – ეგვიპტე 39-38 (28-28, 6-6, 1-1, 4-3)

დან: ნ. ლანდინი (11 მოგერიება), მიოლერი (4) – ჰანსენი 10, გიდსელი 6, სვანი 6, საუგსტრუპი 6, მ. ლანდინი 5, მოლგორი 2, იაკობსენი 1, ზახარიასენი 1, მენსა 1, ჰოლმი 1

ეგვ: ჰენდავი (7), ელთაიარი (4) – ომარი 11, ელდერაა 8, ზეინი 5, სანადი 4, ჰეშამი 4, ელაჰმარი 3, მოამენი 1, ნავარი 1, მამდუ 1

ესპანეთი – ნორვეგია 31-26

ესპ: კორალესი (19), პერესი – ა. დუიშებაევი 8, მარჩანი 6, მაკედა 4, ფერნანდესი 3, დ. დუიშებაევი 3, სოლე 3, გომესი 1, კანელასი 1, ენტრერიოსი 1, სარმიენტო 1

ნორ: ბერგერუდი (13), სევერასი (1) – იონდალი 6, იოჰანესენი 4, საგოსენი 4, მიურჰოლი 3, ოსალივანი 3, ბლონცი 3, ოვერბიუ 2, ტანგენი 1

საფრანგეთი – უნგრეთი 35-32 (30-30)

საფ: ჟერარი (8), ჟენტი (2) – გიგუ 6, დესკა 5, რემილი 4, ლაგარდი 3, მემი 3, ტურნა 3, პორტი 3, ფაბრეგასი 2, აბალო 2, ნგესანი 2, მაე 1, ლ. კარაბატიჩი 1

უნგ: მიკლერი (16) – ბანჰიდი 6, ბოკა 5, ლეკაი 5, სიტა 4, მათე 4, ბოდო 3, შიპოში 1, ბალოგი 1, როშტა 1, როდრიგესი 1, ანჩინი 1

შვედეთი – ყატარი 35-23

პალიჩკა (10), აგეფორსი (3) – ხრინცი 8, პელასი 8, დარი 5, კარლსბოგარდი 3, ფ. პეტერსონი 2, კლაარი 2, გოტფრიდსონი 2, იონსონი 2, სანდელი 1, ვანე 1, დ. პეტერსონი 1

ყატ: აბიდი (8), სუსი – მარზო 5, მადადი 3, ბენალი 3, ჰასაბალა 3, ალქრადი 2, კაპოტე 2, დჰიაბი 2, ზაქარი 1, სამი 1, სასი 1

29 იანვარი, ნახევარფინალი

20:30 საფრანგეთი – შვედეთი, 23:30 დანია – ესპანეთი

31 იანვარი. 17:30 ბრინჯაოს ფინალი, 20:30 ფინალი

პრეზიდენტის თასი, 25-32 ადგილები

25-26 ადგილები: ტუნისი – ავსტრია 37-33

27-28 ადგილები: ჩილე – დრ კონგო 35-30

29-30 ადგილები: მაროკო – ანგოლა 30-29 (27-27)

31-32 ადგილები: კორეა – კაბო ვერდე 10-0