შვედეთი და დანია ფინალში

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში შვედეთმა 32-26 მოუგო საფრანგეთს. დანიამ დაამარცხა ესპანეთი, 35-33. ფინალი კვირას გაიმართება კაიროში, ეგვიპტე.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

ნახევარფინალი, 29 იანვარი

საფრანგეთი – შვედეთი 26-32

საფ: ჟერარი (1 მოგერიება), ჟენტი (3) – დესკა 5, რემილი 4, ფაბრეგასი 3, მემი 3, ტურნა 2, მაე 2, აბალო 2, კლერი 2, პორტი 1, აკვევილო 1, გიგუ 1, რიშარსონი, ლაგარდი, დიპანდა

შვდ: პალიჩკა (11), აგეფორსი (1) – ვანე 11, დ. პეტერსონი 6, კარლსბოგარდი 4, კლაარი 3, ლაგერგრენი 3, გოტფრიდსონი 3, სანდელი 2, ფ. პეტერსონი, დარი, ლინდსკოგი, ხრინცი, პელასი, ედვარდსონი, იონსონი

https://www.youtube.com/watch?v=uYFrtAIoUgM

ორივე თამაში დაახლოებით ერთი სცენარით წარიმართა: გამარჯვებული გუნდი თავიდან ბოლომდე წინ იყო, დევნა ორივე შემთხვევაში წარუმატებელი აღმოჩნდა.

მსოფლიოს ექვსგზის (საფრანგეთი) და ოთხგზის (შვედეთი) ჩემპიონების მატჩში შვედეთის საგრძნობლად გაახალგაზრდავებული გუნდმა 16-13 მოიგო ტაიმი, მეორეში კი ეს სხვაობა ფრანგებმა ვერა და ვერ შეამცირეს. გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს ანდრეას პალიჩკამ 11 მოგერიებით და ჰამპუს ვანემ 11 გოლით. შვედეთი 2001 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში.

ესპანეთი – დანია 33-35

ესპ: პერესი (7), კორალესი (0) – დ. დუიშებაევი 7, ფიგერასი 6, მაკედა 5, ა. დუიშებაევი 4, სოლე 3, გომესი 3, მარჩანი 3, არინიო 2, კანელასი, სარმიენტო, ენტრერიოსი, ფერნანდესი, მოროსი, გვარდიოლა

დან: ნ. ლანდინი (6), მიოლერი (3) – ჰანსენი 12, საუგსტრუპი 7, გიდსელი 4, ოლსენი 4, სვანი 3, მ. ლანდინი 2, იაკობსენი 1, ანდერსონი 1, ჰალდი 1, მოლგორი, მენსა, ორისი, ჰოლმი, ზახარიასენი

https://www.youtube.com/watch?v=-1PRFOc9xfY

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, დანია, თავიდან ბოლომდე წინ იყო: 18-16 შესვენებაზე, 33-29 დასრულებამდე 6 წუთით ადრე, მაგრამ, ევროპის ჩემპიონმა, ესპანეთმა, მაინც მიიღო გათანაბრების შანსი: სირენამდე 23 წამით ადრე ესპანელმა რუბენ მარჩანმა 6 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი, საპასუხო შეტევაში კი ლასე სვანმა გაიტანა. დანიამ ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე წაუგებელი მატჩების სერია თვრამეტამდე აიყვანა. გუნდის ლიდერმა, მიქელ ჰანსენმა კი 17 დარტყმიდან 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ფინალის პირდაპირი რეპორტაჟი, კვირას, 20:30, შეგიძლით იხილოთ სილკ-უნივერსალზე.

31 იანვარი

17:30 ბრინჯაოს ფინალი. საფრანგეთი – ესპანეთი

20:30 ფინალი. შვედეთი – დანია: სილკ – უნივერსალზე

კლასიფიკაცია. 5-32. 5. უნგრეთი 6. ნორვეგია 7. ყატარი 8. ეგვიპტე – 9. სლოვენია 10. პორტუგალია 11. არგენტინა 12. გერმანია 13. პოლონეთი 14. რხფ 15. ხორვატია 16. შვეიცარია 17. ბელარუსი 18. ბრაზილია 19. იაპონია 20. ისლანდია 21. ბაჰრეინი 22. ალჟირი 23. ჩრდ. მაკედონია 24. ურუგვაი – 25. ტუნისი 26. ავსტრია 27. ჩილე 28. დრ კონგო 29. მაროკო 30. ანგოლა 31. კორეა 32. კაბო ვერდე