მასპინძლების მესამე მოგება და პირველი ფრე

მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში, დღის მთავარ მატჩში საფრანგეთმა 31-28 მოუგო ნორვეგიას, რევანში აიღო ერთი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე დამარცხებისთვის და 6 ქულით ლიდერობს A ჯგუფს. დაფიქსირდა პირველი ფრე, ისლანდია-ტუნისი 22-22. 

ფრანგებს განაცხადში ყვადათ ლუკა კარაბატიჩი, ვინც წინა მატჩში მუხლი დაიზიანა. დაცვის ძირითად ხელბურთელს არ უთამაშია, მაგრამ, როგორც ჩანს გამოჯანმრთელების შანსი ჯერაც აქვს და მის შეცვლას ამიტომაც არ ჩქარობენ.

მასპინძლებმა 37 წუთისთვის შვიდბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და ამის შემდეგ დიდიე დინარმა თითქმის ყველას მისცა თამაშის საშუალება. 5 გოლით გამოირჩა ახალგაზრდა მარჯვენა შუამარბი ნადიმ რემილი. ბრაზილიამ ბოლოში გატეხა იაპონია და 4 ქულა დააგროვა. ამ ჯგუფში დღეს უმნიშვნელოვანესი მატჩია – პოლონეთი-რუსეთი. წაგების შემთხვევაში პოლონეთს თითქმის აღარ დარჩება მერვედფინალში გასვლის შანსი და არც რუსეთს ექნება კარგი პერსპექტივა.

B ჯგუფში პირველი ქულები მოპოვეს ისლანდიამ და ტუნისმა. მათ ერთმანეთში ფრედ, 22-22 ითამაშეს და ორივემ დაიტოვა პლეიოფში მოხვედრის შანსი. ბარსელონას ვარსკვლავმა ვაელ ჟალუზმა სულ ერთი გოლი გაიტანა ისლანდიის კარში, სამაგიეროდ 12 შეაგდო მარჯვენა ინსაიდმა ამინ ბანნურმა. სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში ბოლოსწინა წუთზე და ბოლო შეტევაც ტუნისის იყო, მაგრამ მათ დარჩენილი 20 წამის  უმეტესი ნაწილი შემადგენლობის ცვლას მოანდომეს და იერიშის მომზადება ვერც კი მოასწრეს. ამ ჯგუფში დღეს ითამაშებენ სლოვენია-მაკედონია, ესპანეთი-ანგოლა.

C ჯგუფში საუდის არაბეთი ხორვატიის შემდეგ ბელარუსსაც ებრძოლა, მაგრამ დაბოლოება აქაც წააგო, 26-29. ჩილემ, ბელარუსთან მოგების შემდეგ ძალები დაზოგა და 14-35 განადგურდა გერმანიასთან. უვე გენსჰაიმერი ამჯერად მხოლოდ შვიდმეტრიანებისთვის გამოდიოდა მოედანზე და ოთხჯერ უშეცდომოდ დაარტყა, მისმა დუბლიორმა რუნე დამკემ კი 7 გოლი შეაგდო. გერმანიას და ხორვატიას მერვედფინალში გასვლის პრობლემა არ ექნებათ, დანარჩენი ორი საგზურისთვის კი ოთხი გუნდი იბრძოლებს – ჩილე, ბელარუსი, უნგრეთი, საუდის არაბეთი. სამი დანარჩენი ჯგუფისგან განსხვავებით, აქ ანგოლის, იაპონიისა და ბაჰრეინის მსგავსი აშკარა აუტსაიდერი არაა. დღეს მესამე ტური იწყება უნგრეთ-ჩილესა და ხორვატია-ბელარუსის მატჩებით.

D ჯგუფში დღეს მთავარი მატჩია დანია-შვედეთი. ორივეს 4-4 ქულა აქვს და თითქმის გასულია მერვედფინალში. დღესვე ეგვიპტე ხვდება ბაჰრეინს. კვირას არგენტინა არ ებრძოლა შვედეთს (17-35), ხოლო არაბულ დერბიში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ყატარმა 32-22 მოუგო მეზობელ ბაჰრეინს. დარჩენილი 2 საგზურისთვის აქ ეგვიპტე, ყატარი და არგენტინა იბრძოლებენ.  

ვიდეომიმოხილვა:  https://www.youtube.com/watch?v=wdJBfbxa16o&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

ჯგუფი, ნანტი – საფ 6 (3), ნორ 4 (3), ბრა 4 (3), რუს 2 (2), პოლ 0 (2), იაპ 0 (3)

11,12 იან. საფ-ბრა 31-16,  რუს-იაპ 39-29, ნორ-პოლ 22-20

13,14 იან. იაპ-საფ 19-31, ბრა-პოლ 28-24, ნორ-რუს 28-24

15 იანვარი. საფრანგეთი-ნორვეგია 31-28

საფ: მაე, ნ. კარაბატიჩი, რემილი 5, სორენდო, გიგუ 4 – ომაიერი 9/27

ნორ: საგოსენი 7, იონდალი 6, ბიორნსენი 5, მირჰოლი, ტონესენი 4 – ბერგერუდი 6/24

https://www.youtube.com/watch?v=wdJBfbxa16o

ბრაზილია-იაპონია 27-24        

ლანგარო 8, კიუფა 6, ტოლედო 5, სანტოსი 14/32 – ტოკუდა 7, შიდა 4, კიმურა 11/35

16 იან. 23:45 პოლონეთი-რუსეთი

17 იან. 17:00 ნორვეგია-ბრაზილია 20:45 პოლონეთი-იაპონია 23:45 რუსეთი-საფრანგეთი

19 იან. 17:00 რუსეთი-ბრაზილია 20:45 საფრანგეთი-პოლონეთი 23:45 იაპონია-ნორვეგია

B ჯგუფი. მეცი – სლნ 4 (2), მკდ 4 (2), ესპ 4 (2), ისლ 1 (3), ტუნ 1 (3), ანგ 0 (2)

12 იან. სლო-ანგ 42-25, მკდ-ტუნ 34-30, ესპ-ისლ 27-21

14 იან. ისლ-სლნ 25-26, ტუნ-ესპ 21-26, ანგ-მკდ 22-31

15 იანვარი. ისლანდია-ტუნისი 22-22

სიგურდსონი 5, კარასონი, მაგნუსონი 4 – ბანნური 12, ბუღანმი 5, მისაუი 16/38

https://www.youtube.com/watch?v=8gIFwX7StbY

16 იან.  20:45 სლოვენია-მაკედონია 23:45 ესპანეთი-ანგოლა

17 იან. 20:45 სლოვენია-ტუნისი 23:45 ანგოლა-ისლანდია

18 იან. 23:45 მაკედონია-ესპანეთი

19 იან. 17:00 ტუნისი-ანგოლა 20:45 მაკედონია-ისლანდია 23:45 ესპანეთი-სლოვენია

C ჯგუფი, რუანი (2) – გერ 4, ხორ 4, ბლრ 2, ჩილ 2, უნგ 0, საუ 0

13 იან. ბლრ-ჩილ 28-32, გერ-უნგ 27-23, ხორ-საუ 28-23

14 იან. უნგ-ხორ 28-31

15 იანვარი. ჩილე-გერმანია 14-35

ე. სალინასი 2 – კოლბახერი 8, დამკე 7, კუნი, გენსჰაიმერი 4, ვინჩეკი, ჰეფნერი, ერნსტი 3, ვოლფი 16/30

საუდის არაბეთი-ბელარუსი 26-29

ალსალემი 7, ალობაიდი 5 – პუხოუსკი 9, კარალეკი 6, შილოვიჩი 4

16 იან. 20:45 უნგრეთი-ჩილე 23:45 ხორვატია-ბელარუსი

17 იან. 20:45 გერმანია-საუდის არაბეთი

18 იან. 17:00 საუდის არაბეთი-უნგრეთი 20:45 ბელარუსი-გერმანია 23:45 ხორვატია-ჩილე

20 იან. 17:00 საუდის არაბეთი-ჩილე 20:45 გერმანია-ხორვატია 23:45 ბელარუსი-უნგრეთი

D ჯგუფი, პარიზი (2) – შვდ 4, დან 4, ყატ 2, ეგვ 2, არგ 0, ბაჰ 0

13 იან. ყატ-ეგვ 20-22, შვდ-ბაჰ 33-16, დან-არგ 33-22

14 იან. დან-ეგვ 35-28

15 იანვარი. არგენტინა-შვედეთი 17-35

ს. სიმონეტი 5 – ზახრისონი 8, ტოლბრინგი, გოტფრიდსონი 5, ეკბერგი, ლ. ნილსონი 4

ბაჰრეინი-ყატარი 22-32

აბდულქადერი 5 – მადადი 8, მალლაში 6, მურადი 5       

16 იან. 20:45 ეგვიპტე-ბაჰრეინი 23:45 დანია-შვედეთი

17 იან. 20:45 ყატარი-არგენტინა        

18 იან. 17:00 არგენტინა-ეგვიპტე 20:45 დანია-ბაჰრეინი 23:45 შვედეთი-ყატარი

20 იან. 17:00 ბაჰრეინი-არგენტინა 20:45 შვედეთი-ეგვიპტე 23:45 ყატარი-დანია

პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი

მერვედფინალი. 21-22 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი

მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი

Leave a Reply