ukr

მამული, ქარიშხალა და, შესაძლოა, ფოთიც

საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში ქარიშხალამ 26-21 დაამარცხა ყვარელი, მამულმა – პეგასი, 29-15. ორივე გუნდი 17-17 ქულით ლიდერობს, ოღონდ, საჩემპიონო დავაში, შესაძლოა, ფოთის ოქროს ვერძიც ჩაერიოს.

ფოთელებს 3 თამაშით ნაკლები და 11 ქულა აქვთ და მატჩების მიხედვით კონკურენტებს გაუთანაბრდებიან 27 აპრილს, როცა სენაკში დასავლეთის ოთხი გუნდიც გაასრულებს 10 ტურს. პირველ წრეში მათ დაამარცხეს სამტრედიაც, წყალტუბოცა და აჭარაც და თუ იგივე შედეგი ახლაც გაიმეორეს, ფოთელებსაც შეუძლიათ 17 ქულის დაგროვება.

ჯერჯერობით, ფორმალურად პირველ ადგილზე მამულია ბურთების უკეთესი სხვაობით, თუმცა, საბოლოო ცხრილში უპირატესობა პირად შეხვედრებს მიენიჭება (24-19, 19-22 ქარიშხალას სასარგებლოდ). საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი გამოვლინდება მაისში, როცა რვავე მონაწილე კლუბი თბილისში შეიკრიბება და დასკვნით 4-4 მატჩს გამართავს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა

მეორე წრე. აღმოსავლეთი, 8-10 მატჩები, არენა 2

13 აპრილი

ქარიშხალა – ყვარელი 26-21

მამული – პეგასი 29-15

12 აპრილი. პეგასი – ყვარელი 18-15ქარიშხალა – მამული 19-22

11 აპრილი. პეგასი – ქარიშხალა 20-22ყვარელი – მამული 18-23

——————თ—მ—ფ—წ——-ბ——-ქ

მამული——10—8—1—1–226-147–17

ქარიშხალა–10—8—1—1–236-176–17

ფოთი———7—5—1—1–126-108–11

წყალტუბო—7—4—0—3—96-114—8

სამტრედია—7—1—3—3–104-121—5

აჭარა———-7—2—1—4—92-115—5

პეგასი——–10—1—1—8–132-199—3

ყვარელი—–10—1—0—9–155-187—2

25-27 აპრილი, სენაკი დასავლეთი, 8-10 მატჩები

15-18 მაისი, თბილისი. მეორე წრის საერთო ტური. 11-14 მატჩები

Leave a Reply