gnhf-rrr

მამული ორი ადგილით დაწინაურდა

ოლიმპიურ სასახლეში განახლდა ქალთა უმაღლესი ლიგა ხელბურთში. ყვარელმა 30-24 მოუგო ქვეყნის ჩემპიონ ფოთის ოქროს ვერძს. მამულმა 35-14 დამარცხა წყალტუბო.

ფოთელებმა პირველი ტაიმი, სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ, 16-14 მოუგეს წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, შესვენების შემდეგ კი ნელ-ნელა ჩამორჩნენ, თუმცა, ბრძოლა ბოლო წუთებამდე იყო. ყვარელმა ამ მოგებით 10 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა თბილისის ქარიშხალას შემდეგ.

თბილისის მამულმა 35-14 მოუგო წყალტუბო პრომეთეს, დააგროვა 6 ქულა, გადასწრო ფოთსა და აჭარას და გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე, თუმცა, ეს ადგილი დასაცავი ექნება ხვალ, 12 საათზე ფოთთან თამაშში. ორის ნახევარზე ითამაშებენ ყვარელი-წყლტუბო და პირველი წრეც ამით დასრულდება

ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 გუნდი ფინალურ ოთხეულში გავა. ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. ოლიმპიური სასახლე, 30 იანვარი

ყვარელი – ფოთი 30-24

ყვ:  ამონაშვილი – ქიტესაშვილი 11, თეთრაშვილი 8, სურამლიშვილი 4, მიხელიძე 3, თავღორაშვილი 2, სმოიანი 2, მ. ტეტოშვილი, აფციაური, იოსებაშვილი

ფოთ: ჯავახია, კარბაია,  გრიგოლია – გოგია 11, ბჟალავა 6, დარჩია 4, კობახია 2, ბაირამიდი 1, ნ. რურუა, კუპრიევა

მამული – წყალტუბო 35-14

მამ: გორჯოლაძე – ველიჯანაშვილი 10, ე. ბერიკაშვილი 8, ჩუხატურიანი 8, იაშვილი, ქობალია 2, ა. ბერიკაშვილი 2, მირიანაშვილი 2, ბერიძე, მურჯიკნელი, ჯოხაძე, აა. კოვზირიძე, მ. კოვზირიძე

წყ: სილაგაძე, კინწურაშვილი – ხეცურიანი 7, კეკუტია 4, ლაღაძე 2, კიკნაძე 1,  დარსაველიძე, კოხრეიძე, ბენდელიანი, შალამბერიძე, ჯანელიძე, ფაილოძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – ი. ჭკუასელი

 30 იან.
      სხვ  
  ქარიშხალა 7   7   0   0 194-165 14  
  ყვარელი 6   5   0   1 180-133 10  
  სამტრედია 7   4   0   3 131-127
8  
  მამული 6   3   0   3 147-138 6  
  ფოთი 6   2   1   3 120-111 5  
  აჭარა
7   2   1   4 152-143 5  
  პეგასი 7   2   0   5 150-176 4  
  წყალტუბო 6   0   0   6 83-164 0  

 

 

 

 

 

 

 

 

31 იანვარი, ოლიმპიური სასახლე 

12:00 მამული – ფოთი

13:30 ყვარელი – წყალტუბო

 

Leave a Reply