gnhf-rrr

მამული მეორედაც დამარცხდა

თბილისის მამულის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა ევროპული ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალის მეორე მატჩიც წააგო ჩეხეთის სოკოლ პორუბასთან – 7-31. პირველი მატჩის ანგარიშია 12-34. მერვედფინალში ჩეხური კლუბი გავიდა.

ეს იყო ქართული ქალთა კლუბის პირველი გამოსვლა ევრიტურნირზე 2001 წლის შემდეგ. მამული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბაზაზე იყო შედგენილი, ეს გუნდი კი ჯერ ასაკობრივ ტურნირებზე გამოდის.

ჩელენჯ კაპზე გამოსვლა გამოცდილების მიღების მიზნით გადაწყდა, თუმცა, გამოჩნდა, რომ 17-18 წლის გოგონები ქალთა დონეზე სათამაშოდ ჯერ სათანადოდ არ არიან მზად. გუნდი ასე თუ ისე ნორმალურად იდგა დაცვაში, მაგრამ მაგრამ გაცილებით უფრო მაღალი და ღონიერი მეტოქის წინააღმდეგ შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდა, რის გამოც უამრავი სწრაფი კონტრშეტევა მიიღო.

სოკოლთან მატჩების შემდეგ გუნდი გააგრძელებს მზადებას უმთავრესი შეჯიბრებისთვის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის, საკუთარ ასაკში – ცხრამეტწლამდელთა შორის. ჯგუფში მეტოქეებად გვყავს პორტუგალია, ბელარუსი და შვეიცარია. ტურნირი 16-18 მარტს გაიმართება ბელარუსში.

ხელბურთი. ქალთა ჩელენჯ კაპი 2016-17. 1/16 ფინალი

20 ნოემბერი, თბილისის სპორტის სასახლე. 200 მაყურებელი

მამული თბილისი (საქ) – სოკოლ პორუბა (ჩეხ) 7-31 (პირველი მატჩი 12-34)

მამ: ჩაჩუა, ვარდიშვილი, ჯავახია – ყველაშვილი 2, ჩოხელი 2, ჭკუასელი 1, გადელია 1, ქიტესაშვილი 1, ესმანოვიჩი, ლისენკო, კუნელაშვილი, ვენეცკი, კუპატაძე – მწვ. გვაზავა

სოკ: დოლაკოვა, როჰაჩკოვა – რევაიოვა 6, კონეჩნა 5, სეკულოვა 4, ვარმუჟოვა 4, პოლაშკოვა 3, მაივაელდეროვა 3, კოსტელნა 2, მილკოვა 1, მინარჩიკოვა 1, მარჩიკოვა 1, შვირაკოვა 1, რეხტორისოვა, ტომაშეჩოვა – მწვ. ოლშავსკი

მსაჯები: მარინა დუპლიი, ოლენა კოვერინა (უკრ), EHF დელეგატი: რემუს კოჟოკარუ (რუმ)

1/16 ფინალი

ვირტო კინტუსი (ჰოლ) – მირა პრიედორი (ბოს) 46-19, 44-21

ფემინა ვიზე (ბელ)- აბუ ბაქო (აზე) 16-26, 20-24

მაკაბი რამათ-განი (ისრ) – შჩიპონა (კოს) 31-30, 28-29 კოსოვოში

შტოკერაუ (ავს)- ელბ-ლაგი (პოლ) 17-28, 20-33

ჰელვეცია ალკობენდასი (ესპ) – კოლეჟიო დე გაია (პორ) 25-21, 19-29

არდაშენი (თურ) – დანილოვგრადი (მნტ) 30-23, 28-24

ჰოორსი (შვდ) – სუასო (ესპ) 31-25, 20-21

სვილენგრადი (ბულ) – ვარდარ ჯუნიორი (მკდ) 17-24, 22-29

მადეირა (პორ) – ლოკომოტივა ზაგრები (ხორ) 24-29, 21-40

ცუგი (შვც) – ოლიმპია (ბრი) 45-17, 40-7

ჰიფკ (ფინ) – გრან კანარია (ესპ) 12-39, 21-32

ჰაუკარი (ისლ) – სალერნო (იტა) 23-19, 27-22

აიდოვშჩინა (სლნ) –ზაგნოსპორი (თურ) 25-22, 23-21

კარპატი უჟგოროდი (უკრ) – თიუნი (შვც) 34-25, 20-17

დნეპრიანკა ხერსონი (უკრ) – ატლეტიკო გარდესი (ესპ) 22-33, 18-30

Leave a Reply