gnhf-rrr

ლოკემ სეზონი დაასრულა

ხელბურთელ ქალთა ჩემპიონთა პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტური დარჩა, კაცებმა კი სანაკრებო სეზონი გახსნეს. დაიწყო ევრო 2018-ის მთავარი შესარჩევი რაუნდი, რომელიც 15 ფინალისტს გამოვლენს.

ჩემპიონთა ლიგა. 4 ტურის მიმოხილვა. http://www.ehftv.com/int/video/2016-11-06-rewind-women-episode-04

ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი მატჩი გაიმართა დიორში, სადაც შეხვდნენ 2016 წლის ფინალისტები, დიორი და ბუკურეშტი.  მაისში რუმინულმა კლუბმა ჩემპიონთა თასი ბუდაპეშტში, შვიდმეტრიანების სერიით მოიგო, ახალ სეზონში კი უნგრელებმა ორჯერ აიღეს რევანში – ერთი კვირის წინ მეტოქე ბუქარესტში დაამარცხეს, ახლა კი შინ მოუგეს, 33-25.

თამაშის წინ დიორის ნორვეგიელმა ვარსკვლავმა, ჰაიდი ლოკემ გამოაცხადა, რომ ორსულადაა და ამ სეზონში აღრ ითამაშებს, თუმცა, საუკეთესოდ ითამაშა მისმა ჰოლანდიელმა დუბლიორმა, ივეტ ბროკმა და მეორე ნორვეგიელმა, ნორა მორკმა (11 გოლი), საუკეთესო კი იყო მეკარე ევა კიში, რომლის წყალობითაც დიორმა ბოლო მეოთხედში გარდატეხა თამაში, რომლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში  ბუკურეშტი ლიდერობდა.

დიორმა, საფრანგეთის მეცმა, მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა, მაკედონიის ვარდარმა და უნგრეთის ფერენცვაროშმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გსვლა გაინაღდეს, ყველაზე რთული სიტუაცია კი D ჯგუფშია, სადაც ოთხივე გუნდს 4-4 ქულა აქვს.

რაც შეეხება კაცების ევრო 2018-ს, აქ 28 გუნდი 7 ჯგუფადაა დაყოფილი. 2-2 საუკეთესო და საუკეთესო მესამე ადგილის პატრონი გავა ფინალურ ტურნირზე და შეუერთდება მასპინძელ ხორვატიას. შეჯიბრება გაგრძელდება 2017 წლის მაისში, ხოლო დასრულდება – ივნისში.  2018 წლის ევროპის ჩემპიონატი ბოლო ევროა, რომელშიც 16 გუნდი გამოვა. 2020 წლიდან ფინალურ ეტაპზე 24 ქვეყანა ითამაშებს.

ხელბურთი. ევრო 2018, კაცები. მთავარი შესარჩევი რაუნდი

1 ჯგუფი. უნგრეთი-ლატვია 24-16, დანია – ჰოლანდია 29-20, ჰოლანდია-უნგრეთი 27-28, ლატვია-დანია 23-36

დანია 4, უნგრეთი 4, ჰოლანდია 0, ლატვია 0    

2 ჯგუფი. ბელარუსი-რუმინეთი 23-26, პოლონეთი-სერბეთი 32-37, სერბეთი-ბელარუსი 27-36, რუმინეთი-პოლონეთი 28-23

რუმინეთი 4, ბელარუსი 2, სერბეთი 2, პოლონეთი 0

3 ჯგუფი. ავსტრია-ფინეთი 27-31, ესპანეთი-ბოსნია 30-21, ფინეთი – ესპანეთი 21-36, ბოსნია-ავსტრია 22-23

ესპანეთი 4, ფინეთი 2, ავსტრია 2, ბოსნია 0

4 ჯგუფი. მაკედონია-უკრაინა 27-21, ისლანდია-ჩეხეთი 25-24, ჩეხეთი-მაკედონია 35-28, უკრაინა-ისლანდია 27-25

ისლანდია 2, მაკედონია 2, ჩეხეთი 2, უკრაინა 2

5 ჯგუფი. სლოვენია-შვეიცარია 32-27, გერმანია-პორტუგალია 35-24, შვეიცარია-გერმანია 22-23, პორტუგალია-სლოვენია 26-26

გერმანია 4, სლოვენია 3, პორტუგალია 1, შვეიცარია 0

6 ჯგუფი. რუსეთი-სლოვაკეთი 31-31, შვედეთი-მონტენეგრო 36-21, სლოვაკეთი-შვედეთი 17-21, მონტენეგრო-რუსეთი 24-24

შვედეთი 4, რუსეთი 2, სლოვაკეთი 1, მონტენეგრო 1

7 ჯგუფი: ნორვეგია-ბელგია 35-26, საფრანგეთი-ლიტვა 37-20, ბელგია-საფრანგეთი 37-38, ლიტვა-ნორვეგია 32-29

საგრანგეთი 2, ნორვეგია 2, ლიტვა 2, ბელგია 0,    

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17,  ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი. 4 ტური, 4-6 ნოემბერი

A ჯგუფი

მეცი (საფ, 6) – გლასვერკეტი (ნორ, 0) 25-19

ლუსიანო 8, გროსი 5 – ბიორნსენი 6

ბუდუჩნოსტი (მნტ, 8) – ტიურინგერი (გერ, 2) 28-19

ბულატოვიჩი 6, ნიაგუ 4 – შმელცერი4

B ჯგუფი

ვარდარი (მკდ, 7) – ასტრახანოჩკა (რუს, 2) 39-25

რადიჩევიჩი 9, ჰერემი, პენეზიჩი 5 – კოჟოკარი 7

ლაიპციგი (გერ, 0) – ფერენცვაროში (უნგ, 7) 17-30

ჰუბინგერი 6 – სუჩანსკი 7

C ჯგუფი

დიორი ეტო (უნგ, 8) – ბუკურეშტი (რუმ, 2) 33-25

მორკი 11, ბროკი 5 – ნიომბლა 7, მეჰმედოვიჩი 6

მიდტიულანდი (დან, 4) – როსტოვი (რუს, 2) 25-23

 ს.იორგენსენი 8, კრისტიანსენი 5 – ვიახირევა 6, ილინა 5

D ჯგუფი

სევეჰოფი (შვდ, 4) – კრიმ მერკატორი (სლნ, 4) 26-24

კარლსონი, რობერტსი 6 –  ომორეგი 8

ლარვიკი (ნორ, 4) – ესბიერგი (დან, 4) 30-29

რიგელჰუტი 9, ფრაფიორდი 6, ბრაისტოლი 5 – ვესტერგორი 7, პოლმანი 6

3-3 გუნდი გადის მეორე ჯგუფურ ეტაპზე. 5 ტური 11-13 ნოემბერს

Leave a Reply