gnhf-rrr

ლიდერის პირველი წაგება

საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში პირველი მატჩი წააგო ლიდერმა, ქარიშხალამ, რომელიც თბილისის მამულთან დამარცხდა – 19-22. ორივე გუნდს 15-15 ქულა აქვს. პირველი წრის მატჩი ქარიშხალამ მეტი სხვაობით, 24-19 მოიგო და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატის ბოლოს უპირატესობა ექნება, მაგრამ იქამდე შორია. 

ამ ორ გუნდს შეიძლება დაეწიოს ფოთის ოქროს ვერძიც, რომელსაც ასევე მხოლოდ 3 ქულა აქვს დაკარგული. ფოთელები მე-8-10 ტურის მატჩებს დასავლეთი საქართველოს გუნდებთან 25-27 აპრილს ითამაშებენ და თუ სამივე მოიგეს, არის შანსი,  ჩემპიონატის დასკვნითი, საერთო ტურის წინ, რომელიც თბილისში გაიმართება 15-18 მაისს, სამი ლიდერი გვყავდეს.

ქარიშხალა-მამულის მატჩის პირველი ტაიმი 9-9 მორჩა, მეორის დასაწყიში მამულისა და საქართველოს ნაკრების მეკარემ, ვარდიშვილმა ზედიზედ 3 შვიდმეტრიანი მოიგერია და გუნდი ნელ-ნელა დაწინაურდა. ბოლო წუთებზე ქარიშხალას ორკაციანი მეტობა ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ყველაშვილმა და ჯავახიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 22-19.

საქართველოს 2016 და 2017 წლის ჩემპიონების, პეგასისა და ყვარლის რამდენიმე მოთამაშე ამ სეზონში უცხოურ კლუბებში მოეწყო. შესაბამისად, ეს ორი გუნდი ბოლო ორ ადგილზეა  და დღეს ერთმანეთს შეხვდა. პეგასმა სეზონში პირველი მატჩი მოიგო, 18-15 და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

წინადღით, 11 აპრილს, ქარიშხალამ მოუგო პეგასს (22-20), მამულმა – ყვარელს, 23-18. ხვალ სპორტკომპლექს არენაში ითამაშებენ ქარიშხალა – ყვარელი  და მამული – პეგასი

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა

მეორე წრე. აღმოსავლეთი, 8-10 მატჩები, არენა 2

11 აპრილი

პეგასი – ქარიშხალა 20-22

ყვარელი – მამული 18-23

12 აპრილი

პეგასი – ყვარელი 18-15

ქარიშხალა – მამული 19-22

ქარ: არაბაჯევი – ა. ჩხაიძე 7, ქ. ცინცაძე 3, მ. ცინცაძე 3, ციცქიშვილი 3, ხმელიძე 2, ი. ჩხაიძე 1, ბიძინაშვილი

მამ: ვარდიშვილი – ყველაშვილი 8, ჯავახიშვილი 7, შახულოვი 3, იაშვილი 2, დანელია 2, ავსაჯანიშვილი, ველიჯანაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი, თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი

——————თ—მ—ფ—წ——-ბ——-ქ

მამული——-9—7—1—1–197-132–15

ქარიშხალა—9—7—1—1–210-155–15

ფოთი———7—5—1—1–126-108–11

წყალტუბო—7—4—0—3—96-114—8

სამტრედია—7—1—3—3–104-121—5

აჭარა———-7—2—1—4—92-115—5

პეგასი———9—1—1—7–117-170—3

ყვარელი——9—1—0—8–134-161—2

13 აპრილი: ქარიშხალა – ყვარელი, მამული – პეგასი

25-27 აპრილი. დასავლეთი, 8-10 მატჩები

15-18 მაისი. მეორე წრის საერთო ტური. 11-14 მატჩები

Leave a Reply