ukr

ლიდერები ხვალ თამაშობენ  

ხელბურთელ  ქალთა საქართველოს ჩემპიონატზე ლიდერმა, ქარიშხალამ 35-33 დაამარცხა პეგასი, მეორე ადგილზე მყოფმა ყვარელმა 39-19 მოუგო მამულს.

თამაშები მცხეთის დარბაზში გაიმართა. ყვარელმა იოლად მოუგო მამულს, ხოლო ქარიშხალას მძიმე თამაში ჰქონდა პეგასთან. პირველი ტაიმის შემდეგ ფრე იყო (19-19) და ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა.

ხვალ მცხეთაში 14 საათზე თამაშობენ მამული – პეგასი, ოთხის ნახევარზე კი – ლიდერები, ქარიშხალა და ყვარელი. პირველი წრის მატჩი 32-30 მოიგო ქარიშხალამ.

ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 13 თებერვალი, მცხეთა

პეგასი – ქარიშხალა 33-35

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი, გაზდელიანი – ჩხაიძე 12, კორძაია 11, საბაშვილი 7, სვანიძე 2, ტარტარაშვილი 1, პაპუაშვილი, ქებაძე, დადვანი, ე. მაკარაშვილი, ნეფარიძე, ქ. მაკარაშვილი, ჩოგოვაძე 

ქარ: არაბაჯევი – ა. ჩხაიძე 9, ქ. ცინცაძე 6, მ. ცინცაძე 5, ი. ჩხაიძე 5, ხმელაძე 5, კირვალიძე 5, რაზმაძე, კვეკვესკირი, სოლოღაშვილი

ყვარელი – მამული 39-19

ყვ: ამონაშვილი – ქიტესაშვილი 15, თეთრაშვილი 7, თავღორაშვილი 6, სმოიანი 4, აფციაური 3, სურამლიშვილი 2, ტეტოშვილი 1, იოსებაშვილი 1, ქოჩორაშვილი

მამ: გორჯოლაძე – ველიჯანაშვილი 7, იაშვილი 5, ჩუხატურიანი 3, ბერიკაშვილი 2, ბერიძე 2, ქობალია, მირიანაშვილი, ა. კოვზირიძე, მ. კოვზირიძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი – თ. ბჟალავა

 13 თებ.
      სხვ  
  ქარიშხალა 9   9   0   0 264-218 18  
  ყვარელი 9   8   0   1 317-207 16  
  სამტრედია 7   4   0   3 131-127
8  
  ფოთი 7   3   1   3 138-122 7  
  მამული 9   3   0   6 197-230 6  
  აჭარა
7   2   1   4 152-143 5  
  პეგასი 9   2   0   7 215-251 4  
  წყალტუბო 7   0   0   7 106-222 0  

 

 

 

 

 

 

 

 

14 თებერვალი

14:00 მამული – პეგასი

15:30 ქარიშხალა – ყვარელი

Leave a Reply