ლეგიონერი | მირიან გავაშელიშვილი ახალი სეზონიდან პოლონეთის კლუბ „ოსტროვიაში“  ითამაშებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონურ კლუბ „ოსტროვიაში“ გააგრძელებს – 24 წლის გამთამაშებელი ახალ კლუბს 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება.

გავაშელიშვილი ბოლო ორი სეზონი სერბულ „მეტალოპლასტიკაში“ თამაშობდა, სადაც 55 მატჩში 73 გოლი გაიტანა.

გავაშელიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

„მირიან გავაშელიშვილი უნივერსალური ტიპის გამთამაშებელია, რომელსაც მოედნის ჩინებული ხედვა აქვს. გვჯერა, რომ ქართველი ხელბურთელი ჩვენს გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს“, – ასე გამოეხმაურა პოლონური კლუბი გავაშელიშვილის ტრანსფერს.

Leave a Reply