ლეგიონერები | ქართული გოლები სერბეთსა და რუმინეთში

სერბეთსა და რუმინეთში მოთამაშე მირიან გავაშელიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩებში გამართეს.

სერბეთის ჩემპიონატში „მეტალოპლასტიკამ“ პლეი ოფის მეოთხედფინალის პირველი მატჩში „რადნიჩკისთან“ სტუმრად გამართა და ფრედ, 25:25 ითამაშა.

„მეტალოპლასტიკის“ შემადგენლობაში მირიან გავაშელიშვილმა 4 გოლი გაიტანა და თანაგუნდელთაგან მხოლოდ მილოვაოვიჩსა (6) და დაკიჩს (5) ჩამორჩა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 2 მაისს „მეტალოპლასტიკას“ მოედანზე შედგება და ორი თამაშის ჯამაში გამარჯვებული ნახევარფინალში „ვოივოდინას“ დაუპირისპირდება.

რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“ სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა „მინაურ ბაია მარესთან“ – 27:25. ამ მოგებაში თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ირაკლი კბილაშვილმაც შეიტანა – მან 2 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი ლეგიონერის მეორე გოლი, რომელიც მან 55-ე წუთზე, 23:23-ზე გაიტანა და „ტურდა“ დააწინაურა, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა თამაშის მოგება შეძლო.

„ტურდა“ სატურნირო ცხრილში 55 ქულით მეორე ადგილზეა, პირველადგილოსან ბუქარესტის „დინამოს“ 9 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

Leave a Reply