კუნელაშვილის 10 გოლი  გერმანიაში

ქართველი ხელბურთელი ქეთი კუნელაშვილი ამ სეზონს გერმანიის ქალთა მესამე ლიგის კლუბში, ობერ ეშბახში ატარებს. ჩემპიონატის მეექვსე ტურში ქართველმა 10 გოლი გაუტანა ჰალე-ნოიშტადს და თავის კლუბს მატჩის ფრედ დასრულებაში დაეხმარა 29-29.

ქალთა მესამე ლიგა, რეგიონული დაყოფით,  ოთხ ზონად იმართება. ობერ-ეშბახი, რომელიც ქალაქ ბად ჰომბურგს წარმოადგენს, აღმოსავლეთის რეგიონშია. სეზონის ბოლოს 4 რეგიონის საუკეთესო გუნდები იბრძოლებენ ფინალში, მეორე ბუნდესლიგის 3 საგზურის მოსაპოვებლად. 

ობერ-ეშბახს 6 თამაშიდან 5 ქულა აქვს – 2 მოგება, ფრე და 3 წაგება. კუნელაშვილის  ანგარიშზე ამ სეზონში 23 გატანილი გოლია. 20 წლის ქართველი ხელბურთელი მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობს. წინა სეზონი მან თურქეთის სუპერლიგაში, არდაშენის კლუბში ჩაატარა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ხელბურთი. გერმანია. ქალთა მე-3 ლიგა. აღმოსავლეთი. 1. ედერსჰაიმი 10 (6 თამაშიდან), 2. ფრიცლარი 9 (5), 3. მარკრანშტადტი 8 (6), 4. კეჩი 7 (6), 5. გედერნ-ნიდა 6 (5), 6. კლეენჰაიმ-ლანგონსი 6 (6), 7. ობერ-ეშბახი 5 (6), 8.  ტიურინგერ-2 4 (5), 9. როდგაუ ნიდერ-ოდენი 4 (5), 10. ჰერცოგენრაუხი 4 (6), 11. ხემნიცი 2 (4), 12. ჰალე-ნოიშტადტ-2 1 (6)

Leave a Reply