gnhf-rrr

კონსტანცა ფავორიტთან დამარცხდა  

EHF თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა შინ დამარცხდა პორტუგალიის პორტუსთან, 29-35, თუმცა, მეორე ადგილზე გასვლისა და მეოთხედფინალში გასვლის შანსებს ჯერაც ინარჩუნებს. 

ჩემპიონთა ლიგის ბოლო წლების უცვლელი მონაწილე, პორტუ ჯგუფის აშკარა ფავორიტად ითვლებოდა და ეს ზედიზედ ორი მოგებითაც დაადასტურა. კონტანცაში პორტუ თავიდან ბოლომდე ლიდერობდა და საქმე უპრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე. ჩიქოვანმა ამ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ყველაზე შედეგიანი კი მასპინძელთა შორის იყო ნიკოლა ჩერნოგლავაცი (6).

მეორე ადგილისთვის ბრძოლა დანარჩენ სამ გუნდს – კონსტანცას, ესპანეთის კუენკასა და დანიის ჰოლსტებროს შორის წარიმართება, შემდეგ ტურში, 25 თებერვალს, კონსტანცა კუენკას მაპინძლობს.

ხელბურთი. EHF თასი. ჯგუფური ეტაპი. მეორე ტური

C ჯგუფი: პორტუ (პორ) 4, ჰოლსტებრო (დან) 2, კუენკა (ესპ) 2, კონსტანცა (რუმ) 0

16 თებერვალი, კონსტანცა-პორტუ 29-35

17 თებერვალი. კუენკა – ჰოლსტებრო 26-25

25 თებ: კონსტანცა-კუენკა, 3 მარ: კუენკა-კონსტანცა,

23 მარ: კონსტანცა-ჰოლსტებრო, 30 მარ: პორტუ-კონსტანცა

A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ) 4, ლოგრონიო (ესპ) 2, სენ-რაფაელი (საფ) 2,  ბალატონფურედი (უნგ) 0

B ჯგუფი: ნექსე (ხორ) 4, ტატაბანია (უნგ)  2,  ჰანოვერი (გერ) 2, რაბოტნიკი (მკდ) 0

D ჯგუფი: კილი (გერ) 4, GOG 4, აზოტი-პულავი (პოლ) 0, გრანოლერსი (ესპ) 0

პლეიოფში გადის 4 გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი

Leave a Reply