კილი და ბარსელონა მეოთხედფინალში შეხვდნენ

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში, გერმანიის ჩემპიონმა კილმა მერვედფინალი საპასუხო მატჩში საჭირო სხვაობით, 36-29 მოუგო უნგრეთის სეგედს და მეოთხედფინალში ჩემპიონთა თასის მფლობელს, ბარსელონას შეხვდება. ყველა მეოთხედფინალისტი 27 მარტს გამოვლინდება.

კილს პირველი მატჩი ოთხი ბურთით ჰქონდა წაგებული წაგებული და შინ, შპარკასენ არენაზე, 10 000 მაყურებლის თვალწინ, უკვე შესვენებაზე იგებდნენ ამდენივეთი – 18-14. მაგრამ, დაიწყო 52-ე წუთი და ანტონიო გარსიამ სხვაობა სამამდე შეამცირა – 26-29. დუვნიაკმა და ეკბერგმა ისევ აიყვანეს უპირატესობა სასურველამდე და გადამწყვეტი მომენტიც დადგა: ანგარიში 26-31, დრო, 52:21 და შვიდმეტრიანს ურტყამს  სეგედის საუკეთესო მოთამაშე, დეან ბომბაჩი – ბურთს იგერიებს ნიკლას ლანდინი, დარჩენილ დროში იღებს კიდევ ორ შვიდმეტრიანს ბალოგისა და ბომბაჩისგან და კილი სხვაობას ზრდის – 36-29.

კილი და სეგედი შარშან მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც გერმანულმა კლუბმა მოიგო, წლეულს კი მეოთხედში შეხვდება ჩემპიონთა თასის ცხრაგზის მფლობელ ბარსელონას. ამავე სტადიაზე კილმა და ბარსამ 2011 წელს ითამაშეს და კილი მაშინ პირველად და ერთდერთხელ დარჩა ლიგის ოთხთა ფინალის მიღმა (ამ ფორმატით ტურნირი 2010 წლიდან იმართება). გერმანიის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელი (2007, 10, 12) ბარსელონას ორჯერ შეხვდრია ლიგის ფინალში – 2000 წელს დამარცხდა, ხოლო 2010 წელს რევანში აიღო. რაც შეეხება მეოთხედფინალს კილი ამ სტადიაზე ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა.

ბარსელონამ, ისევე როგორც პარი სენ ჟერმენმა, როგორც ჯგუფური ტურნირის გამარჯვებულმა, მერვედფინალი გამოტოვა და პლეიოფს პირდაპირ მეოთხედიდან იწყებს. მერვედფინალის დანარჩენი 5 წყვილი საპასუხო მატჩებს შაბათ-კვირას გამართავს. ყველა მატჩის ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით, ინტერნეტში.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. 2015-16,  კაცები

მერვედფინალი. საპასუხო მატჩები

კილი (გერ) – პიკ სეგედი (უნგ) 36-29 (29-33)

ვუინი 9, ეკბერგი 7, დისინგერი 6 – ბომბაჩი, კალმანი 7, ა. გარსია 5

26 მარტი

19:00 ვივე კელცე (პოლ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) (32-28)

http://www.ehftv.com/int/livestream/ks-vive-tauron-kielce-hc-meshkov-brest

20:00 ვესპრემი (უნგ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) (29-24)

http://www.ehftv.com/int/livestream/mvm-veszprm-hc-motor-zaporozhye

21:00 ვარდარ სკოპიე (მკდ) – ვისლა პლოცკი (პოლ) (30-30)

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-03-23-hc-vardar-orlen-wisla-plock

27 მარტი

19:00 ფლენზბურგი (გერ) – მონპელიე (საფ) (28-27)

http://www.ehftv.com/int/livestream/sg-flensburg-handewitt-montpellier-hb

21:30 რაინ-ნეკარი (გერ) – ზაგრები (ხორ) (24-23)

http://www.ehftv.com/int/livestream/rhein-neckar-lowen-hc-ppd-zagreb

მეოთხედფინალი (20-24 აპრილი, 27 აპრილი-1 მაისი)

კილი – ბარსელონა

ზაგრები/რაინ-ნეკარი – პსჟ

ვისლა/ვარდარი – მოტორი/ვესპრემი

მონპელიე/ფლენზბურგი – ბრესტი/კელცე

ოთხთა ფინალი 28-29 მაისს კიოლნში (გერ)

Leave a Reply