იაპონიის სენსაცია

გერმანიაში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში, ჯგუფური ეტაპის 3 ტურის შემდეგ უკვე გამოვლინდა 6 მერვედფინალისტი: რუმინეთი, რუსეთი, ნორვეგია, სერბეთი, გერმანია და ესპანეთი. მიზანთან ახლოს არიან საფრანგეთი და სლოვენიაც. 

დღის მთავარ მატჩში წინა ჩემპიონატის მესამე პრიზიორი რუმინეთი დასრულებამდე 5 წუთით ადრე 16-17 აგებდა ესპანეთთან, მაგრამ დრაგუცმა, ნიაგუმ და ბუჩესკიმ 3 გოლი გაიტანეს – 19-17. ამავე ჯგუფში პრაქტიკულად ბოლო შანსი დაკარგა ანგოლამ, რომელიც 47 წუთი თანაბრად ეთამაშა სლოვენიას (23-24), მაგრამ ზედიზედ 6 გოლი გაუშვა და 25-32 წააგო. რუმინეთის გარდა, სამი ოთხქულიანი გუნდიდან ესპანეთმაც გაინაღდა პლეიოფი, ხოლო საფრანგეთი და სლოვენია მერვედფინალში  რომ ვერ მოხვდნენ, მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს.

დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა D ჯგუფში. მასპინძელი გერმანია უგებდა სერბეთს მაგრამ დრაგანა ცვიიჩმა ზედ ბლო წამზე გაათანაბრა – 19-19. ორივე გუნდმა 5-5 ქულა დააგროვა და პლეიოფში თამაში გაინაღდა, ხოლო 4-4 ქულიან კორეასა და ჰოლანდიასაც თითქმის გარანტირებული აქვთ იგივე.  

უფრო რთულადაა საქმე B და C ჯგუფებში. აქ მხოლოდ ნორვეგიას და რუსეთს აქვთ განაღდებული პლეიოფი. მესამე ტურში მერვედფინალებისთვის ორი მნიშვნელოვანი მატჩი იყო: შვედეთი პირველ ტაიმში 5 ბურთით ჩამორჩებოდა ჩეხეთს, მაგრამ ოთხით მოიგო – 26-32, მონტენეგრო კი სენსაციურად დამარცხდა იაპონიასთან.

ევროპელები 4 ბურთით იგებდნენ პირველ ნახევარში (12-8), მაგრამ სირენამდე 6 წუთით ადრე წინ უკვე იაპონია იყო – 26-24. მონტენეგრომ ამის შემდეგ სამჯერ გაათანაბრა, მაგრამ აია იოკოშიმას გოლის შემდეგ (28-29), ბოლო შეტევაში, მიზანს ვეღარ მიაღწია.

ოთხშაბათ-ხუთშაბათს გერმანიაში მეოთხე ტურის 6-6 მატჩია, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე მერვედფინალისტი გაირკვევა, პარასკევს კი ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეა და პლეიოფის ბადე საბოლოოდ შეივსება.

ხელბურთი. ქალთა 23- მსოფლიო ჩემპიონატიგერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017

5 დეკემბერი, მესამე ტური. 4-4 გუნდი გადის მერვედფინალში

ჯგუფიტრირი: რუმინეთი 6ესპანეთი 4, საფრანგეთი 4, სლოვენია 4 – ანგოლა 0, პარაგვაი 0

სლოვენიაანგოლა 32-25

გროსი 7, სტანკო, ირმანი 6 – კასანგა 6, კარლოსი 5

საფრანგეთიპარაგვაი 35-13

უეტი 9, დემბელე 7, დარლო 18/31 – აკუნა, ფიორე 3

რუმინეთიესპანეთი 19-17

ნიაგუ 8, ბუჩესკი, პინტეა 4 – პენია, მ. გონსალესი 4

2 დეკ: რუმინეთი – პარაგვაი 29-17, საფრანგეთი – სლოვენია 23-24, ესპანეთი – ანგოლა 28-24

3 დეკ: სლოვენია-რუმინეთი 28-31, ანგოლა-საფრანგეთი 19-26, პარაგვაი-ესპანეთი 15-32

7 დეკ: პარაგვაი-სლოვენია, რუმინეთი-ანგოლა, ესპანეთი-საფრანგეთი

8 დეკ: ანგოლა-პარაგვაი, საფრანგეთი-რუმინეთი, ესპანეთი-სლოვენია

ჯგუფიბიტიგჰაიმი: ნორვეგია 6, ჩეხეთი 4, შვედეთი 4, უნგრეთი 2 – პოლონეთი 2, არგენტინა 0

უნგრეთიარგენტინა 33-15

კოვაჩი 7, იანურიკი 14/29 – პონსე 5

შვედეთიჩეხეთი 36-32

ვესტბერგი, გულდენი, მელეგორი 6, ტოფტი 5 – ლუზუმოვა 9, იერაბკოვა 5

ნორვეგიაპოლონეთი 35-20

კრისტიანსენი 6, ოფტედალი 5, ლუნდე-გრიმსბო 14/30 – ზიხი 4

2 დეკ: ჩეხეთი – არგენტინა 28-22, შვედეთი-პოლონეთი 30-33, ნორვეგია-უნგრეთი 30-22

3 დეკ: პოლონეთი-ჩეხეთი 25-29, უნგრეთი-შვედეთი 22-25, არგენტინა-ნორვეგია 21-36

7 დეკ: პოლონეთი-უნგრეთი, შვედეთი-არგენტინა, ჩეხეთი-ნორვეგია

8 დეკ: არგენტინა-პოლონეთი, ჩეხეთი-უნგრეთი, ნორვეგია-შვედეთი 

ჯგუფიოლდენბურგი: რუსეთი 6, დანია 4, ბრაზილია 3, იაპონია 3 – მონტენეგრო 2, ტუნისი 0

მონტენეგროიაპონია 28-29

რადიჩევიჩი 7, ბრნოვიჩი 6 – იკეჰარა 9, მაცუმურა 5

რუსეთიბრაზილია 24-16

სამოხინა 6, ვედეხინა 4 – ამორიმი 5

დანიატუნისი 37-19

ლ. იორგენსენი 6, ივერსენი, გრიგელი 5 – შება 7

2 დეკ: რუსეთი – ტუნისი 36-16, ბრაზილია – იაპონია 28-28, დანია – მონტენეგრო 24-31

3 დეკ: ტუნისი – ბრაზილია 22-23, მონტენეგრო-რუსეთი 24-28, იაპონია-დანია 18-32

6 დეკ: რუსეთი-იაპონია, ტუნისი-მონტენეგრო, ბრაზილია-დანია

8 დეკ: იაპონია-ტუნისი, ბრაზილია-მონტენეგრო, დანია-რუსეთი

ჯგუფილაიპციგი: სერბეთი 5გერმანია 5, ჰოლანდია 4, კორეა 4 – კამერუნი 0, ჩინეთი 0

კორეაჩინეთი 31-19

ჰოლანდიაკამერუნი 29-22

პოლმანი, ვან დერ ჰაიდენი 4 – ჯემპუ, ტუბა 4

გერმანიასერბეთი 22-22

ჰუბერი 6 – კრპეჟი 7

1 დეკ: გერმანია – კამერუნი 28-15, 2 დეკ: სერბეთი –  ჩინეთი 43-23, ჰოლანდია – კორეა 22-24

3 დეკ: კამერუნი – სერბეთი 21-34, ჩინეთი – ჰოლანდია 15-40, კორეა – გერმანია 18-23

6 დეკ: კამერუნი-კორეა, სერბეთი-ჰოლანდია, გერმანია-ჩინეთი

8 დეკ: ჩინეთი-კამერუნი, ჰოლანდია-გერმანია, სერბეთი-კორეა

მერვედფინალი: 10-11 დეკემბერს, მეოთხედფინალი: 12-13 დეკემბერს

ნახევარფინალები და ფინალი ჰამბურგში, 15 და 17 დეკემბერს
თამაშების ნახვა შეგიძლიათ აქ:

https://www.olympicchannel.com/de/events/handball-ihf-womens-world-championship-2017—germany/

Leave a Reply