gnhf-rrr

თელავმა გორთან წააგო, სიტუაცია გაწვავდა

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში  პოტენციური ლიდერი და ქვეყნის ჩემპიონი, თელავის იმედი მოულოდნელად დამარცხდა გორთან (29-31), რის შემდეგაც სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა: პირველ-მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა სულ 3 ქულაა, ხოლო პლეიოფის მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან პეგასი და გორი, რომლებიც ხვალ, 14 საათზე თამაშობენ სპორტკომპლექს არენაში. 

გორმა გუნდმა წინა სეზონშიაც დააკარგვინა ქულა იმედს, როცა ფრედ ეთამაშა, დღეს კი მოიგო. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მეორეში გორელები წინ გავიდნენ და 53-ე წუთისთვის საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ – 29-25. შემდეგ თელავმა ანგარიში გაათანაბრა – 29-29, რჩება 4 წუთი, მაგრამ ზედიზედ ორი შეტევა მოიგერია გორელთა მეკარე ვათიაშვილმა, თითო შვიდმეტრიანი მოიპოვეს ახალბედაშვილმა და ანტონოვიჩმა და ორივე გოლად აქცია მჭედლიშვილმა – გორმა 31-29 მოიგო.

გორი მეოთხე ადგილზე მყოფ პეგასს 2 ქულით ჩამორჩება, ხვალ რომ მოიგოს, კონურენტს დაეწევა, მაგრამ მაინც მეხუთე ადგილზე დარჩება უარესი პირადი ბალანსის გამო, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება.  საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვევა 17-20 აპრილს, მესამე წრის საერთო ტურში. თელავს, ქუთაისსა და ბათუმს ნახევარფინალში გასვლა განაღდებული აქვთ, მაგრამ არსებითია მათ შორის ადგილების განაწილება, რის მიხედვითაც დაწყვილდებიან გუნდები პლეიოფში.

ხუთშაბათის ორი მატჩის,  პეგას-გორისა და თელავ-ქარიშხალას შემდეგ, რვავე გუნდს 17-17 თამაში დაუგროვდება.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

მესამე წრე, აღმოსავლეთი. მე-15-17 მატჩებიარენა 2, 27-29 მარტი

27 მარტი. პეგასი – იმედი თელავი 25-41

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, ცირეკიძე – ზარნაძე 12, გოგავა 4, ბაძაღუა 4, ქათამაძე 4, დ. ჟვანია 1, ლაპიაშვილი, გვაზავა, ჭანტურია, კაკაბაძე

თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ცისკარიშვილი 8, ყორიაული 7, ალანია 6, ბაინაზიშვილი 4, გოდელაშვილი 4, მიქავა 3, გიორგაძე 3, აბჟანდაძე 2, იობაშვილი 1, გავაშელიშვილი 1, ერისთავი 1, კორსანტია 1, გულდედავა, ბერიძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

გორი – სტუ-ქარიშხალა 34-30

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – გაგლოშვილი 11, დალაქიშვილი 7, ანტონოვიჩი 6, ზუბიაშვილი 5, ნიაზაშვილი 3, ახალბედაშვილი 2,  ტიელიძე, ზოზიაშვილი, ტერუნაშვილი

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – ასაბაშვილი 8, გ. კობახიძე 7, ჩიკვილაძე 5, ჯინჭარაძე 4, ოსიყმაშვილი 3, მამულაშვილი 3,  თამაზაშვილი, ბარკალაია

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

28 მარტი. იმედი თელავი – გორი 29-31

თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ცისკარიშვილი 9 , აბჟანდაძე 6, ბაინაზიშვილი 4, მიქავა 3, გიორგაძე 3, დოლმაზაშვილი 2, ალანია 1, ყორიაული 1, ბერაძე, გულდედავა, ერისთავი, იობაშვილი

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – მჭედლიშვილი 13, ნიაზაშვილი 8, დალაქიშვილი 4, ახალბედაშვილი 3, ანტონოვიჩი 3, ზუბიაშვილი, შემშენოვი, ზოზიაშვილი, ტერუნაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

სტუ-ქარიშხალა – პეგასი 32-40

სტუ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – ჩიკვილაძე 10, გ. კობახიძე 7, თიგიშვილი 7, ასაბაშვილი 5, მამულაშვილი 3, ოსიყმაშვილი, ბარკალაია, ჯინჭარაძე

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, ცირეკიძე – კალანდაძე 11, ლაპიაშვილი 11, ზარნაძე 5, ქათამაძე 4, გოგავა 4, კუხალაშვილი 2, ბაძაღუა 1, შუბითიძე 1, ზ. ფერაძე 1, კაკაბაძე, გვაზავა, დ. ჟვანია, ჭანტურია

მსაჯები: თ. კევლიშვილი – გ. გველესიანი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ლ. მარგიანი, ვ. ბერიაშვილი

————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ

BSB ბათუმი——–17–14—2—1–631-474–30

ქუთაისი————17–13—1—3–623-488–27

იმედი თელავი—-16–13—1—2–541-441–27

პეგასი—————16—9—0—7–587-554–18

გორი—————-16—8—0—8–540-583–16

სტუ-ქარიშხალა—16—4—0–12–489-514—8

წყალტუბო———17—2—0–15–487-644—4

სამტრედია———17—1—0–16–443-643–2

29 მარტი

14:00 გორი – პეგასი

16:00 სტუ-ქარიშხალა – იმედი თელავი

17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები

ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი

Leave a Reply