ukr

თელავი ჯერჯერობით ლიდერია

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თელავის იმედმა 39-33 მოუგო გორს, პეგასმა 37-30 დაამარცხა სტუ-ქარიშხალას. ქვეყნის ჩემპიონს, თელავს, 10 ქულა აქვს და ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, თუმცა, ცხრილი დალაგდება 22 დეკემბერს, როცა პირველ წრეს დასავლეთი საქართველოს 4 გუნდიც დასრულებს. 

თელაველები გორის გუნდს თავიდან ბოლომდე უგებდნენ და საბოლოოდ ექვსბურთიანი სხვაობა დააფიქსირეს, ხოლო პეგასისა და სტუ-ქარიშხალას მატჩი უფრო დაძაბული იყო.

ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ამ სეზონში საგრძნობლადაა შესუსტებული. სტუ-ქარიშხალა დატოვეს სტურუამ, ბულბულაშვილმა და ფერაძემ. რამდენიმე ვეტერანითა და გამოუცდელი ჭაბუკებით გუნდი თამაშის სამი მეოთხედი უძალიანდებოდა პეგასს, პირველ ტაიმში 2 ბურთითაც იგებდა (11-9), 45-ეზე კი მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა (24-25), თუმცა, აქ პეგასის ლიდერმა გიორგი დიხამინჯიამ რამდენიმე სწრაფი გარღვევა მოაწყო და თავისიანები საბოლოოდ დააწინაურა. 37-30.

14 დეკემბერს სპორტკომპლექს არენაში მეშვიდე ტურის ორი მატჩია: პეგასი – გორი, იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა. საქართველოს ჩემპიონატის ყველა თამაშის ცოცხლად ნახვა შეგიძლიათ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

13 დეკემბერი, 6 ტური, აღმოსავლეთი

გორი – იმედი თელავი 33-39

გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 15, მჭედლიშვილი 4, ზუბიაშვილი 4, ტარუაშვილი 4, ახალბედაშვილი 3, იაშვილი 2, ტიელიძე 1, ტურაშვილი, ტერუნაშვილი, შემშენოვი

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – გიორგაძე 12, ყორიაული 12, ცისკარიშვილი 7, ბაინაზიშვილი 4, მიქავა 3, ერისთავი 1, აბჟანდაძე, გავაშელიშვილი, კორსანტია, მანჯავიძე

მსაჯები: თამაზ კევლიშვილი-ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)

პეგასი – სტუ/ქარიშხალა 37-30

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – გ. დიხამინჯია 12, ლაპიაშვილი 7, კალანდაძე 6, ქათამაძე 5, ნ. ჟვანია 4, ზარნაძე 3, კუხალაშვილი, შუბიძიძე, კაკაბაძე, ჭანტურია

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – გ. კობახიძე 9, მამულაშვილი 6, ასაბაშვილი 5, ოსიყმაშვილი 5, თიგიშვილი 3, სხვიტარიძე 1, ეძგვერაძე 1, ბარკალაია, გურასპაული  ზაალიშვილი

მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი)-გელა გველესიანი (წყალტუბო)

ტექნიკური დელეგატი: ლევან გელაშვილი (თბილისი)

————————თ–მ–ფ–წ——ბ——ქ

იმედი თელავი—–6—5—0—1–195-171–10

BSB ბათუმი———4—4—0—0–149-108—8

ქუთაისი————-4—3—0—1–146-119—6

პეგასი—————-6—3—0—3–220-197—6

გორი—————–6—3—0—3–202-213—6

სტუ-ქარიშხალა—-6—2—0—4–178-188—4

წყალტუბო———–4—0—0—4–121-164–0

სამტრედია———-4—0—0—4—-90-140–0

14 დეკემბერი, 7 ტური

13:00 პეგასი – გორი, 15:00 იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა

დასავლეთი: 20-22 დეკებერს, ქუთაისში

Leave a Reply