gnhf-rrr

თევზაძის მოგება და ჩიქოვანის ფრე

ქართველი ხელბურთელებიდან საკლუბო სეზონი პირველებმა რუმინეთში მოთამაშე ლეგიონერებმა განაახლეს. შოთა თევზაძის რეშიცამ სტუმრად 27-26 დაამრცხა ბაკეუ, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა ასევე სტუმრად დაუზავდა პოტაისა ტურდას 28-28. 

ჩიქოვანმა ამ თამაშში 6 ბურთი გაიტანა და 15 მატჩში 66 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირია. კონსტანცას მეტოქე ტურდა ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, ხოლო კონსტანცელებს ცუდი სტარტის შემდეგ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ ჩემპიონატში და ამჟამად მეექვსე ადგილზე არიან 24 ქულით (7 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება). ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძლას 8 საუეთესო გუნდი განაგრძობს.  

საქართველოს ნაკრების მეკარის კლუბისთვის ეს იყო სეზონში მეორე მოგება, რაშიც დიდი წვლილი თევზაძემაც შეიტანა. რეშიცა ეროვნული ლიგაში დასარჩენად იბრძვის. ბაკეუსთან გამარჯვების შემდეგ, კლუბი დაეწია ბოლისწინა ადგილზე მყოფ ბუზაუს.

ხელბურთი. რუმინეთი, ეროვნული ლიგა. 15 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1.დინამო ბუკურეშტი 39 ქულა, 2. პოტაისა ტურდა 29, 3. ბაია მარე 28, 4. CSM ბუკურეშტი 26, 5. სტიაუა 26, 6. კონსტანცა 24, 7. ტიმიშოარა 23, 8. კელერაში 22 – 9. ფოჩანი 22, 10. ფეგერაში 19, 11. ბაკეუ 16, 12. ვასლუი 15, 13. ბუზაუ 7, 14. რეშიცა 7 (2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო გადის პლეიოფში)

Leave a Reply