თევზაძის გუნდმა ნახევარფინალი წააგო  

საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი ფოჩანი რუმინეთის თასის ნახევარფინალში 18-25 დამარცხდა ტიმიშოარასთან. 

ფინალურიოთხეულის ტურნირი ქალაქ ფოჩანიში იყო, რაც მასპინძლებს შანსს აძლევდა, მაგრამ ტიმიშოარასთან გუნდმა ვერ გამოიყენა 5 შვიდმეტრიანი და წააგო. მეორე ნახევარფინალში სტიაუამ 26-25 მოუგო ქვეყნის ჩემპიონ ბუქარესტის დინამოს. ფინალში ტიმიშოარამ 31-27 მოუგო სტიაუას, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი ფოჩანიმ 30-32 დათმო დინამოსთან.

რაც შეეხება რუმინეთის ჩემპიონატს, ბოლო ტურში თევზაძის კლუბმა 29-24 მოუგო ბუზაუს, პლეიოფში გამსვლელ, მერვე ადგილზეა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 7 ქულით უსწრებს ერთადერთ მდევარ ბაია მარეს.

პირველ ადგილზე კი დამაჯერებლად მიდის ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა, ვინც 21-ტურში 30-24 დაამარცხა ფეგერაში და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს. თუ რეგულარული სეზონი ასე დასრულდა, მაშინ პლეიოფის პირველ წრეში, მეოთხედფინალში, ჩიქოვანისა და თევზაძის გუნდები ერთმანეთს შეხვდებინ. ბრძოლა 2 მოგებამდე იქნება და რეგულარულში უკეთესი შედეგის მქონე კლუბს მესამე მატჩში საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება

რუმინეთის  ეროვნული ლიგა. 21/26 ტურის შემდეგ. 1. კონსტანცა 51 ქულა – 2. CSM ბუკურეშტი 47 – 3. პოტაისა ტურდა 46 – 3. – 4. დინამო ბუკურეშტი 42 – 5. კელერაში 42 – 6. სტიაუა 41 – 6. ტიმიშოარა 37  – 8. ფოჩანი 34  — 9. ბაია მარე 27 – 10. ბუზაუ 18 – 11. ფეგერაში 17 –- 13. სუჩავა 14 – 13. ბაკეუ 12 – 14. კლუჟი 0

Leave a Reply