თავისუფალი თითო საგზური დარჩა
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარულებამდე დარჩა 3 ტური, ხოლო A და B ჯგუფებში თავისუფალი დრჩა პლეიოფის თითო საგზური. ტურის მთავარ მატჩში პარი სენ ჟერმენმა ბოლო წამზე, სტუმრდ დაამარცხა გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი, ფლენზბურგი.
როდესაც ჰოლგერ გლანდორფმა ბოლო შეტევაში ბურთი დაკარგა, დარჩენილი იყო 12 წამი და პარიზელების მწვრთნელმა ნოკა სერდარუშიჩმა ტაიმ-აუტი აიღო, რომლის შემდეგაც ნედიმ რემილიმ ზედ სირენის წინ გაიტანა გოლი – 34-33. პსჟ კვალში უდგას ბარსელონას, რომელმაც შვეიცარიაში 34-21 მოუგო შაფჰაუზენს. ამ ჯგუფში ბოლო, მეექვსე საგზურისთვის იბრძოლებენ პოლონეთის ვისლა, დანიის სილკებორგი და შაფჰაუზენი.
B ჯგუფში 16 ქულით წინაა მაკედონიის ვარდარი, რომელმაც სტუმრად 23-21 დაამრცხა უნგრეთის სეგედი. მეექვსე საგზურისთვის იბრძვიან სლოვენიის ცელიე, შვედეთის კრისტიანსტადი და ხორვატიის ზაგრები. ცელიემ პრინციპული მატჩი მოუგო ლიგის 2016 წლის გამარჯვებულს, პოლონეთის კელცეს, 34-33 და სწორედ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.
მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-02-19-rewind-episode-11
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. ჯგუფური ეტაპი, 11 ტური, 15-19 თებერვალი
A ჯგ: ბარსელონა 20 – პსჟ 18, ვესპრემი 12, ფლენზბურგი 11 (10), კილი 11, ვისლა 8 – სილკებორგი 4. შაფჰაუზენი 2 (9)
კილი (გერ) – ვესპრემი (უნგ) 25-27
ეკბერგი 7, ვინჩეკი 6 – ილიჩი 7, ლეკაი, ნადი 6
შაფჰაუზენი (შვც)– ბარსელონა (ესპ) 24-31
ჩასარი 7 – ნგესანი 5, ლაზაროვი, რივერა, საუბიჩი, სიპრჟაკი 4
ვისლა პლოცკი (პოლ)- სილკებორგი (დან) 28-25
ფლენზბურგი (გერ) – პსჟ (საფ) 33-34
ეგერტი, ლაუგე 5 – ე. ნილსენი 7, რემილი 6, გენსჰაიმერი, ნარსისი 5
B ჯგ. ვარდარი 16 – რაინ-ნეკარი 15, კელცე 14, სეგედი 13, ბრესტი 12, ცელიე 7 – კრიტიანსტადი 6, ზაგრები 4
სეგედი (უნგ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 21-23
სკუბე 6 – დიბიროვი 6, კარაჩიჩი 5
მეშკოვ ბრესტი (ბლრ) – ზაგრები (ხორ) 21-21
კრისტიანსტადი (შვდ) – რაინ ნეკარი (გერ) 29-31
გუდმუნდსონი 10, ლაგერგრენი 8 – ბაენა 8, შმიდი 7, გროცკი 5
ცელიე (სლნ) – კელცე (პოლ) 34-33
მაცკოვშეკი 8, ზარაბეცი, ლ. ცვიცაი 7 – აგინაგალდე, ბელეცკი 6
A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
11 ტური – 22-26 თებერვალს
C ჯგუფი და D ჯგუფები. პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად.
5 და 11 მარტს: ლა რიოხა-ნანტი, 4 და 11 მარტს: მოტორ ზაპოროჟიე-მონპელიე