ვარდარმა ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო  

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგა 2017 წლის შემდეგ მეორედ მოიგო მაკედონიის ვარდარმა. კლუბმა ნახევარფინალში 29-27 დაამარცხა ბარსელონა, ხოლო ფინალში 27-24 აჯობა უნგრეთის ვესპრემს. 

ფინალური ოთხეულის მიმოხილვაhttps://www.ehftv.com/int/video/magazine-velux-ehf-final4/1567779 

ვარდარი ფინალური ოთხეულის ტურნირში, რომელიც კიოლნის ლანქსეს არენაზე გაიმართა, ფავორიტად არ ითვლებოდა, თუმცა, ნახევარფინალში, 9-16 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ სენსაცურად შემოუტრიალა თამაში ბარსელონას – 29-27, ხოლო ლატვიელმა გიგანტმა (RB, 215 სმ) დაინის კრიშტოპანსმა 10 გოლი გაიტანა. დასრულებამდე 6 ქუთით ადრე ვარდარი ჯერ კიდევ აგებდა (24-26), მაგრამ წმინდად მოიგო თამაშის დაბოლოება. 

ფინალში პირიქით იყო – ვარდარი თავიდან ბოლომდე ლიდერობდა, ტაიმი  16-11 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ ვესპრემის კარში არპად შტერბიკი ჩადგა და სხვაობა 10 წუთში დავიდა მინიმუმამდე – 16-17. ამის შემდეგ სხვაობა კიდევ რამდენჯერმე დავიდა ერთამდე, მაგრამ მაკედონიურმა კლუბმა მომგებიანი ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა – 27-24.

ვარდარი მეორედ იყო ფინალში და საკლუბო ხელბურთის მთავარი ჯილდო ჯილდო მეორედაც მოიგო, ვესპრემი კი მეოთხე ფინალში მეოთხედ დამარცხდა, მათ შორის – მესამედ ბოლო 5 წელიწადში.

რანგით მეორე ევროტურნირის,  EHF თასის ფინალში გერმანიის კილმა 26-22 დაამარცხა ბერლინის ფუხსე, ხოლო ჩელენჯ კაპი მოიგო რუმინულმა CSM ბუკურეშტიმ.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

ფინალური ოთხეული, 1-2 ივნისი, კიოლნი

1 ივნისი, ნახევარფინალი

ბარსელონა (ესპ) – ვარდარი (მკდ) 27-29

გომესი 9 – კრიშტოპანსი 10, კარაჩიჩი 5

ვესპრემი (უნგ) – კელცე (პოლ) 33-30

ნენადიჩი 12 – დუიშებაევი 6

12 მაისი, მესამე ადგილისთვის

ბარსელონა – კელცე 40-35

ფინალი. ვარდარი – ვესპრემი 27-24

ვარ: მილოსავლიევი, გედბანი –  მორაეში 6, ჩუპიჩი 5, კრიშტოპანსი 4, დიბიროვი 3, კარაჩიჩი 3, სკუბე 3, სტოილოვი 2, შიშკარევი 1, დისინგერი, გორბოკი, კალარაში, კისელევი, პოპოვსკი, ვოივოდიჩი – მწვ. რ. გარსია

ვეს: მიკლერი, შტერბიკი – მაე 6, ნენადიჩი 4, ტონესენი 4, ლეკაი 2, მაცკოვშეკი 2, ნილსონი 2, ბლაგოტინშეკი 1, გაიჩი 1, ილიჩი 1, ნადი 1, ტერზიჩი, მანასკოვი, მარგუცი, შტრლეკი

Leave a Reply