ვაჟთა კემპი დასრულდა

18 იანვარს თბილისში დასრულდა 2 კვირიანი კემპი, რომელშიც 40-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ვარჯიშები ჩატარდა ოლიმპიურ სასახლეში და მას ხელმძღვანელობდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი ბექა ორჯონიკიძე, ხოლო მწვრთნელები იყვნენ ლევან ოსიყმაშვილი, ილია გოგალაძე და გიორგი აბაშიძე.

შეკრებაში მონაწილეობდნენ იმედის მომცემი და პერსპექტიული ვაჟები, რომლებიც გამოირჩნენ სასკოლო ფესტივალებში.

სასკოლო ფესტივალები მალე გაგრძელდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონები იქნებიან ჩართულები.

Leave a Reply