ეროვნული ჩემპიონატი ორშაბათს იწყება

წლის ბოლო ძალიან დატვირთული პერიოდია ქართული ხელბურთისთვის. დაიწყო ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, ორშაბათს კი ანალოგიურ ტურნირს კაცების 8 გუნდიც იწყებს. ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატები იმართება გოგონათა და ჭაბუკთა გუნდებს შორისაც. 

კაცების ეროვნულ პირველობას უკვე მეხუთე სეზონია, 8 გუნდი იწყებს. დეკემბრის ბოლომდე ერთი წრე, 7 ტური გაიმართება, ხოლო 2018 წლის დასაწყისში ახალი სპორტის სასახლეების მშენებლობა უნდა დასრულდეს ბათუმში, გორსა და თელავში, რის შემდეგაც ხელბურთის ფედერაცია ჩემპიონატის გაგრძელებას მიმოსვლითი სისტემით გეგმავს. რვა გუნდიდან ექვსს (სამტრედიისა და წყალტუბოს გარდა) ექნება თანამედროვე არენა საკუთარ ქალაქში, ეს კი საწვრთნელ-სათამაშო ციკლს სტაბილურს გახდის.

რვა გუნდია ქალთა ეროვნულ ჩემპიონატშიც და მათგან 4 ასპარეზობაში უკვე ჩაერთო. სამი მოგებით ლიდერობს თბილისის ქარიშხალა (მწვ. ი. ციცქიშვილი), რომელიც აქამდე მხოლოდ ასაკობრივ ჩემპიონატს თამაშობდა, ეროვნული პირველობა კი 3 მოგებით დაიწყო. „ქარიშხალას“ კვირას გაუჭირდა თბილისის „მამულთან“, მაგრამ მას შემდეგ სათამაშო სიტუაციაში მოედნიდან გააძევეს „მამულის“ მეკარე ვარდიშვილი, „ქარიშხალამ“ შეძლო თამაშის გარდატეხა და 6 ქულით ლიდერობს.   მეორე ადგილზეა „მამული“, მესამეზე –  შარშანდელი ჩემპიონი, ყვარლის გუნდი, რომელსაც ორივე ლიდერი გამოაკლდა – კუნელაშვილი ესპანეთში თამაშობს, ქიტესაშვილი – აზერბაიჯანის ჩემპიონატში. დეკემბრის დასაწყისში პირველ 3 ტურს დასალეთის 4 გუნდი – ფოთის „ოქროს ვერძი“, წყალტუბო, აჭარა და სამტრედია გამართავს.

“ქარიშხალა“ ლიდერობს გოგონათა ჩემპიონატშიც. თბილისელთა გარდა, 6 ქულა აქვს აჭარის გუნდსაც, რომელმაც მოულოდნელად დაამარცხა ამ ასაკობრივ კატეგორიაში ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული, ფოთის გუნდი.

ამავე ასაკის, 16-წლამდელ ჭაბუკთა პირველობა მეორე წრიდან განსხვავებული პერიოდულობით გაგრძელდება. აღმოსავლეთისა და დასავლეთის 7-7 გუნდი  ყოველ უქმეებზე ერთ-ერთ ქალაქში შეიკრიბება და თითო ტურს გამართავს. აღმოსავლეთში სათამაშო დღე შაბათი იქნება, დასავლეთში – კვირა. ამანაც უნდა დაასტაბილუროს სავარჯიშო-სათამაშო ციკლი და ხელი უნდა შეუწყოს ჭაბუკთ შემდგომ დაოსტატებას.  

აქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

1-4 ტურები. 27-30 ნოემბერი, არენა 2

27 ნოემბერი

12:00 BSB ბათუმი – პეგასი

14:00 იმედი თელავი – სამტრედია

16:00 სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო

18:00 ქუთაისი – გორი

28 ნოემბერი

12:00 BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა

14:00 სამტრედია – გორი

16:00 იმედი თელავი – ქუთაისი

18:00 პეგასი – წყალტუბო

29 ნოემბერი

12:00 სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი

14:00 პეგასი – სამტრედია

16:00 იმედი თელავი – BSB ბათუმი

18:00 წყალტუბო – გორი

30 ნოემბერი

12:00 გორი – BSB ბათუმი

14:00 წყალტუბო – იმედი თელავი

16:00 პეგასი – ქუთაისი

18:00 სამტრედია – სტუ-ქარიშხალა

მსაჯები: ელენე არაბული – ინა ჭკუასელი

თამაზ კევლიშვილი – ნიკოლოზ კევლიშვილი

ლასლო ბოც – ვიქტორ ვიდემან (უნგ)

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა

3 ტურის შემდეგ: ქარიშხალა 6 ქულა, მამული 4, ყვარელი 2, პეგასი 0

25-26 ნოემბერი, არენა 2. ყვარელი – ქარიშხალა 16-26, პეგასი – მამული 9-30, ყვარელი- პეგასი 18-12, მამული – ყვარელი 18-12,  ქარიშხალა – პეგასი 28-14, მამული – ქარიშხალა 19-24

1-3 დეკემბერი, სენაკი: ფოთი, წყალტუბო, აჭარა, სამტრედია

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. გოგონები, 2002-03

3 ტურის შემდეგ: ქარიშხალა 6 ქულა, აჭარა 6, ფოთი 4, ყვარელი 4, პეგასი 2, სამტრედია 2, მამული 0 წყალტუბო 0

19-21 ნოემბერი, არენა 2. მამული – პეგასი 2-7, ქარიშხალა – ყვარელი 18-12, ყვარელი – მამული 9-7, პეგასი – ქარიშხალა 14-18, პეგასი – ყვარელი 7-10, ქარიშხალა – მამული 10-5

22-24 ნოემბერი, სენაკი. ფოთი – წყალტუბო 22-5, აჭარა – სამტრედია 11-3, წყალტუბო – აჭარა 5-7, სამტრედია – ფოთი 5-20, სამტრედია- წყალტუბო 10-0, ფოთი – აჭარა 7-8

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03

აღმოსავლეთი, პირველი წრე. არენა 2, 28-31 ოქტომბერი.

პეგასი 12 ქულა, ყვარელი 10, ქარიშხალა 8, თელავი 6, გორი 4, რუსთავი 2, ქარელი 0

მომდევნო ტურები: 2, 9, 16 და 23 დეკემბერს

დასავლეთი, პირველი წრე. სამტრედია, წყალტუბო, 3-8 ოქტომბერი.

BSB ბათუმი 11 ქულა, სამტრედია 11,  აჭარა 8, ოქროს ვერძი ფოთი 6, ქუთაისი 4, ხელვაჩაური 2, ზუგდიდი 0

მომდევნო ტურები: 3, 10, 17 და 24 დეკემბერს

Leave a Reply