ერთა ჩემპიონატის წილისყრის შედეგები ცნობილია

ბაზელში, IHF ოფისში გაიმართა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მოხვდა B ჯგუფში, სადაც მეტოქეებად ეყოლება ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა და ნიგერია. ტურნირი 8-16 ივნისს გაიმართება თბილისის სპორტის სასახლეში. 

A ჯგუფში მოხვდნენ ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი. ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებითვის ითამაშებენ. ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეიოფის საგზურს.

IHF ერთა ჩემპიონატი მესამედ ტარდება . წინა ორი გათამაშება, 2015 წელს კოსოვოში და 2017 წელს ბულგარეთში, ფარერის კუნძულების ნაკრებმა მოიგო.

ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი

8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე

A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კოლუმბია, კუბა, ინდოეთი

B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, მალტა, აშშ, ნიგერია

ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი.

8 ივნისი: საქართველო – ნიგერია, 9 ივნისი: საქართველო – მალტა,

10 ივნისი: საქართველო – ირლანდია, 12 ივნისი: საქართველო – აშშ,

13 ივნისი: საქართველო – ბულგარეთი

2-2 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას 1-4, 5-8 და 9-12 ადგილებისთვის

ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

Leave a Reply