gnhf-rrr

ევროპის ჩემპიონი გერმანია გახდა

ევროპის ჩემპიონი ხელბურთში გახდა გერმანიის ნაკრები, ვინც ფინალში 24-17 დაამარცხა ესპანეთი და ტიტული მეორედ მოიპოვა 2004 წლის შემდეგ. ბრინჯაოს მედლებისთვის ხორვატიამ 31-23 მოუგო ნორვეგიას.

ფავორიტად ესპანეთი ითვლებოდა, ევროპის ხელბურთის ფედერაციამ კი ფინალამდე დაასახელა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ესპანელთა გამთამაშებელი რაულ ენტრერიოსი. მაგრამ გერმანიამ პროგნოზები არად ჩააგდო: გუნდმა ერთდერთი მატჩი წააგო პოლონეთში – პირველივე შეხვედრა ესპანეთთან (29-32), ხოლო შემდეგ ზედიზედ შვიდჯერ მოიგო – მათ შორის, უმძიმესი, ნახევარფინალში გასასვლელი თამაში დანიასთან, ხოლო ნახევარფინალში, ნორვეგიასთან ბოლო წამებზე გადაიყვანა მატჩი ოვერტაიმში და იქაც ბოლო შეტევით მოიგო.

გერმანიამ ბოლო ტიტული 2007 წელს, საკუთარ ქვეყანაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა, შემდეგ კი კრიზისი ჰქონდა – გუნდი ვერ მოხვდა ლონდონის ოლიმპიადაზე, ვერც 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ვერც შარშანდელ მუნდიალზე, სადაც სამადლოდ დაუშვეს ვაილდ-ქარდით, ავსტრალიის ნაცვლად. ევრო 2016-ის დაწყების წინ გუნდს გამოაკლდა ძირითადი შვიდეულის 4 მოთამაშე. ნორვეგიელმა მწვრთნელმა დაგურ სიგურდსონმა პოლონეთში ჩაიყვანა ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, ორი ლიდერი კი უშუალოდ ჩემპიონატზე დაუშავდა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშეობა რამდენიმე გერმანელ მოთამაშეს ერგებოდა – მეკარე ვოლფს, გარემარბ რაიხმანს, ან თუნდაც ბოლოს დამატებულ კაი ჰეფნერს, რომელმაც სულ სამჯერ ითამაშა და 15 გოლი გაიტანა. სწორედ ჰეფნერმა შეუქმნა საწყისი უპირატესობა გერმანიას თამაშის დასაწყისში, როდესაც ტრავმირებული ვიდეს ნაცვლად გამოვიდა მოედანზე და ზედიზედ გაიტანა 3 გოლი – 5-1, მეათე წუთზე.

სიგურდსონმა უმკაცრესი დაცვა შესთავაზა მეტოქეს, რის შემდეგაც ჩემპიონატი საუკეთესო პივოტმა, აგინაგალდემ ბურთი სულ ორჯერ მიიღო და მოედანი უგოლოდ დატოვა, ხოლო ესპანეთის მძიმე და ასაკოვან უკანა ხაზს მთელ ჩემპიონატზე უჭირდა. ანტონიო გარსიამ, ვინც ბრწყინვალედ ჩაერთო თამაშში ნახევარფინალში, ფინალი შვიდეულში დაიწყო, მაგრამ ამჯერად ვეღარ გაამართლა. ტაიმის ბოლოს კარგად შემოვიდა დუიშებაევი, მაგრამ მწვრთნელმა ის მეორის დასაწყისში ისევ სკამზე დასვა, რაულ ენტრერიოსმა კი ფინალში მხოლოდ ის დაამტკიცა, რომ ესპანეთის ნაკრებში საუკეთესო იყო, ხოლო სტატისტიკით მას ნორვეგიელი საგოსენი, ხორვატი დუვნიაკი და დანიელი ჰანსენიც სჯობდნენ.

გერმანია 15-ე წუთზე 7-2 გავიდა წინ, მაგრამ კრიტიკული მომენტი დაუდგა, როდესაც ზედმეტი უხეშობის გამო ზედიზედ 8 წუთი უმცირესობაში ითამაშა. ამ მონაკვეთში მწვრთნელს შეტევაში პრობლემა არ ჰქონია, რადგანაც მეკარის ნაცვლად მეექვსე მოთამაშეს ამატებდა, დაცვაში კი ლემკეს, შმიდტისა და პეკელერის ვაჟკცობის წყალობით გუნდმა გაძლო და ტაიმი 10-6 მოიგო.

მეორეში სხვაობამ ზრდა დაიწყო. ანდრეას ვოლფმა ყველა ესპანელს აუღო თუნდაც ერთი დარტყმა, და როდესაც ჯერ ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლემ, ვალერო რივერამ, შემდეგ კი წინა ჩემპიონატის ბომბარდირმა ხოან კანელასმა – ვოლფისგან მონუსხულებმა ზედიზედ ააცილეს მეკარესაც და კარსაც შვიდმეტრიანები, ცხადი გახდა, რომ ესპანეთი განწირული იყო. ნახევარფინალის გმირმა, ტობიას რაიხმანმაც ვერ გაუტანა ორი შვიდმეტრიანი შტერბიკს, მაგრამ ჰეფნერმა მეორე მეორე ტაიმშიც შეაგდო ოთხჯერ, 22 წლის გარემარბმა რუნე დამკემ ორჯერ შორიდან გაიტანა, ხოლო შტეფენ ფეტმა 54-ე წუთზე სხვაობა 9 ბურთამდე აიყვანა – 22-13! საბოლოოდ კი 24-17.

ბრინჯაოს მედლები ხორვატიამ მოიპოვა. ნორვეგიას პირველ ჯგუფურ ეტაპზე მოგებული ჰქონდა ხორვატებისთვის (34-31), მაგრამ ბრინჯაოს ფინალში თავიდანვე ჩამორჩა (6-10), და მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში კი გაათანაბრა (17-17), მეგრამ მერე ისევ გაუშვა მეტოქე წინ – 24-31.

ხელბურთი.ევროპისმე-12ჩემპიონატი.კაცები. 15-31იანვარი, 2016.პოლონეთი.

31 იანვარი, კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000). ფინალი.

გერმანია-ესპანეთი24-17

გერ:ვოლფი 16/33-48% (ლიხტლაინი) – ჰეფნერი 10/7, დამკე 6/4, ფეტი 9/3, რაიხმანი 6/3, პეკელერი 2/2, შმიდტი 1/1, შტრობელი 1/1, კიუნი 2/1, კოლბახერი 1/1, ზელინი 1/1, ვიდე 4/0, პეჩკოვსკი 2/0, ლემკე (2ჩ, 2 ბლ), ერნსტი (ვაინჰოლდი, დისინგერი) – მწვ. დაგურ სიგურდსონი (ისლ)

ესპ:შტერბიკი 14/38-37% (პერესი) – ენტრერიოსი 9/5, ტომასი 7/4 (3 პენ), დუიშებაევი 6/3, გარსია 6/2, უგალდე 1/1, კანელასი 4/1, რივერა 3/1, მაკედა 2/0, აგინაგალდე 2/0, ბაენა 1/0, გურბინდო 1/0, მოროსი, გვარდიოლა, დელ არკო (მინდეგია) – მწვ. მანუელ კადენასი

ვიდეო:https://www.youtube.com/watch?v=xMu4bXdSSjk&list=PLLatB4ZOw08jOlVm-7wiwgI73130dtGA-&index=3

3-4 ადგ.ხორვატია-ნორვეგია 31-24

ხორ:სტევანოვიჩი 14/38 (ალილოვიჩი) – ჰორვატი 9/8 (3 პენ), დუვნიაკი 10/6 +7 პასი, შტრლეკი 7/4, მარიჩი 8/4, სლიშკოვიჩი 6/3, კოზინა 2/2, კარაჯიჩი 2/2, კოპლიარი 3/1, მამიჩი 1/1, შებეტიჩი 2/0, ჯინდრიჩი 2/0, გოიუნი, ჩუპიჩი, კოვაჩევიჩი (ბროზოვიჩი) – მწვ. ჟელკო ბაბიჩი

ნორ:ერევიკი 14/45-31% (ე. ქრისტიანსენი) – საგოსენი 10/5, იონდალი 5/4, ბიორნსენი 6/3, მირჰოლი 3/3, ე. ჰანსენი 5/3, ჰიკერუდი 4/3, რაინკინდი 4/2, ტონესენი 5/1, ოვერბიუ 1/0, ოსალივანი, მამელუნდი (ლინდბიო, გულერუდი, თ. ქრისტენსენი) – მწვ. ქრისტიან ბერგე

ვიდეო:https://www.youtube.com/watch?v=tOlpuKKFesw&list=PLLatB4ZOw08jOlVm-7wiwgI73130dtGA-&index=4

საბოლოო კლასიფიკაცია.1. გერმანია 2. ესპანეთი 3. ხორვატია 4. ნორვეგია 5. საფრანგეთი 6. დანია 7. პოლონეთი 8. შვედეთი 9. რუსეთი 10. ბელარუსი 11. მაკედონია 12. უნგრეთი 13. ისლანდია 14. სლოვენია 15. სერბეთი 16. მონტენეგრო

საუკეთესოები. GKანდრეას ვოლფი,გერ – LWმანუელ შტრლეკი,ხორ – LBმიხალ იურეცკი,პოლ – CBსანდერ საგოსენი,ნორ – RBიოჰან იაკობსონი,შვდ – RWტობიას რაიხმანი,გერ – Pიულენ აგინაგალდე,ესპ – მცველი –ჰენრიკ მოლგორი,დან – MVPრაულ ენტრერიოსი,ესპ – ბომბარდირირივერა,ესპ

სტატისტიკა.გოლები:რივერა, ესპ 48 (31 პენ); რაიხმანი, გერ 46 (26); ბიორნსენი, ნორ, 45 (11)გოლები (საშუალოდ):ლაზაროვი, მკდ 7.0– გოლი (შვიდმეტრიანის გარეშე):ბიორნსენი, ნორ 34; ე, ჰანსენი, ნორ 33; მ. იურეცკი, პოლ 33; მ. ჰანსენი, დან 32; იაკობსონი, შვდ 32; მარიჩი, ხორ 32; შტრლეკი, ხორ 32– პასები: დუვნიაკი, ხორ 46; საგოსენი, ნორ 40; მ. ჰანსენი, დან 38, ენტრერიოსი, ესპ 30გოლი+პასი:დუვნიაკი, ჰანსენი 71, საგოსენი 69– დაცვა (ჩაჭრა+ბლოკი):ლემკე, გერ 6+12; გოიუნი, ხორ 5+10; დუვნიაკი 10+2; კარლსონი, შვდ 2+10მეკარეები:ვოლფი, გერ 81 მოგერიება/224-36%; ლანდინი, დან 7/19-37% შვიდმეტრიანი, შმალი, პოლ 10 შვიდმეტრიანი

ოლიმპიადა 2016 ბრაზილიაში.ბრაზილია(მასპინძელი),საფრანგეთი(მსოფლიო ჩემპიონი),გერმანია(ევროპა),ყატარი(აზია),არგენტინა(ამერიკა),ეგვიპტე(აფრიკა).საკვალიფიკაციო ტურნირები, 7-10 აპრილი, 6 ადგილი:(1) პოლონეთი, მაკედონია, ჩილე, ტუნისი – (2) ესპანეთი, სლოვენია, ირანი, შვედეთი (3) – დანია, ხორვატია, ნორვეგია, ბაჰრეინი

მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში (იანვარი, 2017).საფრანგეთი(მასპინძელი),ყატარი(მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი),გერმანია, ესპანეთი, ხორვატია(ევროპა),ბაჰრეინი, იაპონია, საუდის არაბეთი(აზია),ეგვიპტე, ტუნისი,ანგოლა(აფრიკა) –ამერიკა(3 ადგილი) –ევროპის პლეიოფი(9 ადგილი, ივნისი 2016 – შვედეთი-ბოსნია, ჩეხეთი-მაკედონია, პოლონეთი-ჰოლანდია, რუსეთი-მონტენეგრო, სერბეთი – უნგრეთი, ისლანდია – პორტუგალია, სლოვენია-ნორვეგია, ბელარუსი-ლატვია, დანია-ავსტრია)-დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირი(1 ადგილი – ირანი, ალჟირი, ავსტრალია, ამერიკა 4)

Leave a Reply