ukr

ევროპის ჩემპიონატი დათქმულ დროს გაიმართება

ნორვეგიისა და დანიის ხელბურთის ფედერაციებმა დაადასტურეს, რომ 2020 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატი დათქმულ დროს, 3-20 დეკემბერს გაიმართება. 

ცვლილება ერთია: ნორვეგიის ფედერაციამ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში დანიშნული ყველა მატჩი გაიმართება ერთ ქალაქში, ტრონდჰაიმის სპექტრუმ არენაზე, მაქსიმუმ 200 მაყურებლის თანდასწრებით.

წინასწარი გეგმით, ტრონდჰაიმს მხოლოდ პირველი ეტაპის 2 ჯგუფისთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ უსაფრთხოების მოსაზრებებით, აქვე გაიმართება მეორე რაუნდის ერთი ჯგუფის მატჩები ქალაქ სტავანგერის ნაცვლად, ასევე შეჯიბრების დასკვნითი ორი დღე – ნახევარფინალებისა და ფინალის მასპინძელი ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის დანიურ ნაწილს, აქ ყველაფერი უცვლელია: ფრედერიკსჰავნი და ჰერნინგი უმასპინძლებენ პირველი ეტაპის თითო ჯგუფს, ხოლო ჰერნინგში მეორე რაუნდის ერთი ჯგუფის მატჩებიც გაიმართება. დანიაში მაყურებელთა რაოდენობა თითო მატჩზე 500 იქნება, თუმცა დანიელები ცდილობენ, გაზარდონ ეს რაოდენობა.

ევროპის ჩემპიონატში 16 გუნდი ითამაშებს. გაზაფხულზე ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გააუქმა შესარჩევი ტურნირი და ფინალურ  ეტაპზე თამაშის უფლება წინა, 2018 წლის ტურნირის ფინალისტ 16 გუნდს მისცა. ევრო 2018 საფრანგეთში გაიმართა და ჩემპიონი მასპინძელი ქვეყნის ნაკრები გახდა.

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020

პირველი ჯგუფური ეტაპი 3-8 დეკემბერი

ჯგუფი. ჰერნინგი, დანია – საფრანგეთი, დანია, მონტენეგრო, სლოვენია

ჯგუფი. ფრედერიკსჰავნი, დანია – რუსეთი,  შვედეთი, ესპანეთი, ჩეხეთი

ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია – ჰოლანდია, უნგრეთი, სერბეთი, ხორვატია

ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია – რუმინეთი, ნორვეგია, გერმანია, პოლონეთი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მეორე ჯგუფური ეტაპი.  10-15 დეკემბერი

1 ჯგუფი ჰერნინგში, 1 ჯგუფი ტრონდჰაიმში

ფინალური უიკენდი. ტრონდჰაიმში

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის  

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის

Leave a Reply