ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო ფინეთს დაუპირისპირდება

ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში საქართველოს მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება, რომელსაც იანვარში დავუპირისპირდებით.

ფინური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში გადაინაცვლებს; გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე 4-გუნდიანი ჯგუფებიდან ორ-ორი გუნდი და საუკეთესო მესამეადგილოსნები გავლენ.