ევროპის ჩემპიონატზე მეორე რაუნდი იწყება

ევროპის ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბოლო დღეს უნგრეთმა 24-18 დაამარცხა ისლანდია და მეორე რაუნდში 2 ქულით გავიდა, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი დანია კი შინ გაუშვა. 

ისლანდია – უნგრეთი: https://www.youtube.com/watch?v=MKszxfTPbZI

ისლანდიას ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდა, მაგრამ უნგრეთთან წაგების შემთხვევაში მეორე ეტაპს უქულოდ დაიწყებდა, ხოლო მოგებით – დანიასაც გაიყვანდა და მასთან მოგებას, ანუ 2 ქულასაც გაიყოლებდა. უნგრეთს ფრე  სჭირდებოდა ბრძოლის გასაგრძელებლად.

ისლანდია 12-7 იგებდა 29-ე წუთზე, შვედეთის ქალაქ მალმიოს დარბაზში კი მაყურებლის უმრავლესობა დანიელი იყო და ისლანდიას ქომაგობდა. მეორე ნახევარში უნგრეთმა გაათანაბრა, 44-ე წუთზე კი ტრასტარსონმა ისევ დააწინაურა ისლანდია – 17-16. და ამის შემდეგ, თამაშის ბოლომდე, 16 წუთში, ისლანდიელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს. უნგრეთმა ეს მონაკვეთი 8-1 მოიგო, მათმა მეკარე მიკლერმა კი საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო. ისლანდია 18-24 დამარცხდა, დანია კი, რუსეთის დამარცხების შემდეგ (31-28) შინ გაემგზავრა.

14 იანვარს მეორე ეტაპის საგზურები მოიპოვეს ავსტრიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და შვედეთმა, ხოლო B ჯგუფში ნორვეგიამ 34-28 მოუგო პორტუგალიას და მეორე ეტაპზე 2 ქულით გავიდა.

ნორვეგია – პორტუგალია: https://www.youtube.com/watch?v=FbD9o9YUNvE

5 საუკეთესო გოლი. 14 იანვარი: https://www.youtube.com/watch?v=v6eAOiiieL8

მეორე ჯგუფური რაუნდი ჩემპიონატზე დღესვე იწყება პირველი ჯგუფის სამი მატჩით: 19:00 ესპანეთი – ჩეხეთი (პირდაპირი რეპორტაჟი, სილკ 1), 21:15 ხორვატია – ავსტრია (სილკ-უნვერსალი), 23:30 ბელარუსი – გერმანია (სილკ-უნვერსალი).

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

პირველი ეტაპი, 14, 15 იანვარი. მეორე რაუნდში გადის 2-2 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი. გრაცი, ავსტრია. ხორვატია 6, ბელარუსი 4 – მონტენეგრო 2, სერბეთი 0

B ჯგუფი. ვენა, ავსტრია. ავსტრია 6, ჩეხეთი 4, მაკედონია 2, უკრაინა 0,

ავსტრია – მაკედონია 32-28

ვებერი 7, ბილიკი 6, აიხბერგერი 15/41 – სტოილოვი 5

უკრაინა – ჩეხეთი 19-23

კოზაკევიჩი 4 – ბაბაკი 6, გალია 10/29

C ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია. ესპანეთი 6, გერმანია 4 – ჰოლანდია 2, ლატვია 0

D ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია. ნორვეგია 6, პორტუგალია 4, საფრანგეთი 2, ბოსნია 0

ბოსნია – საფრანგეთი 23-31

პანიჩი 9, ბურიჩი 12/41 – პორტი 7, გიგუ 5, ჟერარი 12/26

პორტუგალია – ნორვეგია 28-34

არეია 5 – იონდალი 7, იოჰანესენი 6, ბერგერუდი 12/37

F ჯგუფი. გოტენბურგი, შვედეთი. სლოვენია 6, შვედეთი 4, შვეიცარია 2, პოლონეთი 0,

შვეიცარია – სლოვენია 25-29

შმიდი 8 – ზარაბეცი 6, ფერლინი 13/31

პოლონეთი – შვედეთი 26-28

სიცკო 8 – ა. ნილსონი 5, ეკდალი 5, გოტფრიდსონი 5, პეტერსონი 5

10 იანვარი. სლოვენია – პოლონეთი 26-23, შვედეთი – შვეიცარია 34-21

12 იანვარი. შვეიცარია – პოლონეთი 31-24, შვედეთი – სლოვენია 19-21

E ჯგუფი. მალმიო, შვედეთი. უნგრეთი 5, ისლანდია 4, დანია 3, რუსეთი 0

ისლანდია – უნგრეთი 18-24

პალმარსონი 4, სიგურდსონი 4 – ბანჰიდი 8, მიკლერი 14/32

რუსეთი – დანია 28-31

სოროკა 6 – ჰანსენი 7, ლანდინი 11/35

მეორე ჯგუფური ეტაპი. 16-22 იანვარი

1 ჯგუფივენა, ავსტრია

——————თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ

ხორვატია——1—1—0—0—-31-23—2

ესპანეთი——-1—1—0—0—-33-26—2

ავსტრია——–1—1—0—0—-32-29—2

ჩეხეთი———1—0—0—1—-29-32—0

გერმანია——-1—0—0—1—-26-33—0

ბელარუსი—–1—0—0—1—-23-31—0

1 ეტაპიდან. ხორვატია – ბელარუსი 31-23, ჩეხეთი – ავსტრია 29-32, ესპანეთი – გერმანია 33-26 

16 იანვარი. 19:00 ესპანეთი – ჩეხეთი, 21:15 ხორვატია – ავსტრია, 23:30 ბელარუსი – გერმანია

18 იანვარი. 19:00 ბელარუსი – ჩეხეთი, 21:15 ესპანეთი – ავსტრია, 23:30 ხორვატია – გერმანია

20 იანვარი. 19:00 ხორვატია – ჩეხეთი, 21:15 ბელარუსი – ესპანეთი, 23:30 ავსტრია – გერმანია

22 იანვარი. 19:00 ხორვატია – ესპანეთი, 21:15 ბელარუსი – ავსტრია, 23:30 ჩეხეთი – გერმანია

2 ჯგუფიმალმიო, შვედეთი

——————თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ

ნორვეგია——-1—1—0—0—-34-28—2

უნგრეთი——-1—1—0—0—-24-18—2

სლოვენია——1—1—0—0—-21-19—2

შვედეთი——-1—0—0—1—-19-21—0

პორტუგალია–1—0—0—1—-28-34—0

ისლანდია——1—0—0—1—-18-24—0

1 ეტაპიდან: სლოვენია-შვედეთი 21-19, ნორვეგია-პორტუგალია 34-28, უნგრეთი-ისლანდია 24-18

17 იანვარი. 19:00 სლოვენია-ისლანდია, 21:15 ნორვეგია-უნგრეთი, 23:30 პორტუგალია-შვედეთი

19 იანვარი. 17:00 პორტუგალია-ისლანდია, 19:15 სლოვენია-უნგრეთი, 23:30 ნორვეგია-შვედეთი

21 იანვარი. 19:00 პორტუგალია-სლოვენია, 21:15 ნორვეგია-ისლანდია, 23:30 უნგრეთი-შვედეთი

22 იანვარი. 19:00 პორტუგალია-უნგრეთი, 21:15 ნორვეგია-სლოვენია, 23:30 ისლანდია-შვედეთი

ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი

24 იანვარი. ნახევარფინალი

25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის

26 იანვარი, ფინალი

Leave a Reply