gnhf-rrr

ევროპის ქალთა ჩემპიონატის სტარტი შვედეთში

შვედეთში დაიწყო 2016 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში. პირველ დღეს მასპინძლებმა დაამარცხეს ესპანეთი (25-19), სერბეთმა – სლოვენია (36-34),  გერმანიამ – ჰოლანდია (30-27), საფრანგეთმა – პოლონეთი (31-22).

დღეს შეჯიბრებაში ჩაერთვება დანარჩენი 2 ჯგუფის 8 გუნდი, მათ შორის – ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – ნორვეგია.

შვედეთმა მეკარე იოანა ბუნდსენის კარგი თმაშის წყალობით უპრობლემოდ მოუგეს ევროპის წინა ჩემპიონატის ფინალისტ ესპანეთს. ამავე ჯგუფში სლოვენიამ დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაუთანაბრა სერბეთს (32-32), მაგრამ მაინც დამარცხდა, ხოლო B ჯგუფში ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა საფრანგეთმა იოლად გატეხა პოლონეთი.

ყველაზე დრამატული გამოდგა მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის, ჰოლანდიისა და გერმანიის მატჩი. მეორე ტაიმის დასაწყისში, ესტავანა პოლმანმა ზედიზედ სამჯერ გაიტანა და ჰოლანდია 17-13 დაწინაურდა. გერმანიამ აქვე მოაწყო 5-0 ბრეიკი, ჰოლანდიელთა ცენტრალურმა მცველმა კელი დულფერმა წითელი ბარათი მიიღო და დასრულებამდე 10 წუთით ადრე წინ უკვე გერმანია იყო – 26-23. გამარჯვებულთაგან 7 გოლით საუკეთესო იყო მარჯვენა გარემარბი სვენია ჰუბერი, 4 გაიტანა 18 წლის მარცხენა ინსაიდმა ემილი ბოლკმა.  

ჯგუფური ეტაპი 9 დეკემბერს დასრულდება. მეორე ეტაპზე 3-3 გუნდი გადის, ოღონდ აქ უკვე ბევრად უფრო მკაცრი შერჩევაა – ნახევარფინალში ორი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მხოლოდ 2-2 საუკეთესო გააღწევს. ყველა მატჩის ნახვა შესაძლებელია ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი

A ჯგუფი. სტოკჰოლმი. 4 დეკემბერი

სერბეთი – სლოვენია 36-34

რადოსავლიევიჩი 8, კრპეჟი, პოპ-ლაზიჩი 6 – მავშარი 9, გროსი 8

შვედეთი – ესპანეთი 25-19

ალმი, ჰაგმანი 5 – მარტინი 7

B ჯგუფი. კრისტიანსტადი. 4 დეკემბერი

ჰოლანდია – გერმანია 27-30

ხროტი, აბინგჰი 5 – ჰუბერი 7, ბოლკი, ჰუბინგერი, კაროლიუსი, ლანგი 4  

საფრანგეთი-პოლონეთი 31-22

ნზემინკო, დემბელე, კოლჩინსკი 5 – გრჟიბი 6

C ჯგუფი. მალმო. 5 დეკემბერი

21:30 უნგრეთი – ჩეხეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/hungary-czech-republic

23:45 მონტენეგრო – დანია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-05-montenegro-denmark

D ჯგუფი ჰელსინგბორგი. 5 დეკემბერი

21:30 რუსეთი – ხორვატია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-05-russia-croatia

23:45 ნორვეგია-რუმინეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-05-norway-romania

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მეორე ჯგუფური ეტაპი

1 ჯგუფი (A, B) – 10, 12, 14 დეკემბერს

2 ჯგუფი (C, D) – 11, 13, 14 დეკემბერს

ნახევარფინალი 16 დეკემბერს

ფინალი 18 დეკემბერს

Leave a Reply