დელეგატები და პრეზიდენტობის კანდიდატები დასახელდა
1 ოქტომბერს, 14 საათზე გაიმართება ხელბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა. ხელბურთის ფედერაციის წევრმა ოცდახუთმა იურიდიულმა სუბიექტმა დადგენილ ვადაში დაადასტურა, რომ ყრილობაში მონაწილეობას მიიღებს და დელეგატიც დაასახელა.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ყრილობა, 1 ოქტომბერი, 2016. დელეგატთა სია
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ზურაბ კეკელიძე
- საქართველოს სპორტის უნივერსიტეტი – ჯემალ ძაგანია
- საქართველოს უნივერსიტეტი – გივი ნეფარიძე
- ხელბურთის ოლიმპიური მზადების აკადემია – ლანა მარგიანი
- სახელბურთო კლუბი იმედი – მერაბ მეტრეველი
- სახელბურთო კლუბი პეგასი – ტიტე კალანდაძე
- სახელბურთო კლუბი ქარშხალა 1962 – ჯემალ ბარამიძე
- სახელბურთო კლუბი მამული – ელიზბარ არსენაშვილი
- გორის შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლა – გია მამაცაშვილი
- ქარელის სასპორტო სკოლა – ზურაბ ჯუშოშვილი
- რუსთავის სასპორტო გაერთიანება – ვასილ მძელური
- თელავის სასპორტო გაერთიანება – ნიკოლოზ სვიმონიშვილი
- ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლა – ზურაბ ხარებაშვილი
- ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი – სოლომონ ჯაჯანიძე
- ხელბურთის კლუბი ბათუმი – გია ბზეკალავა
- ბათუმის სასპორტო სკოლა – მერაბ ჭანტურია
- ფოთის ხელბურთის კლუბი ოქროს ვერძი – დარეჯან გეფერიძე
- ხელბურთის კლუბი სამტრედია – გიორგი ხელისუფალი
- წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება – ნოე გოგიძე
- ხელბურთის კლუბი ქუთაისი – გრიგოლ თავხელიძე
- ქუთაისის სპორტული გაერთიანება – ზურაბ ყაველაშვილი
- თბილისის ხელბურთის ფედერაცია – ივანე ჭყონია
- კახეთის ხელბურთის ფედერაცია – გიორგი სვიმონიშვილი
- იმერეთის ხელბურთის ფედერაცია – თემურაზ ნადირაძე
- აჭარის ხელბურთის ფედერაცია – ეთერ შალამბერიძე
მოგვიანებით შემოვიდა ორი, სახელბურთო კლუბ თბილისისა და შევარდენის 2013-ის განაცხადიც. დელეგატთა საბოლოო სიაზე იმსჯელებს ხელბურთის ფედერაციის აღმასკომი, რომელიც 26 სექტემბერს გაიმართება.
დარეგისტრირებულია პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: მოქმედი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და სახელბურთო კლუბ ბათუმის მთავარი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე. კაკაბაძე, რომელიც მეორე საპრეზიდენტო ვადაზე იყრის კენჭს, წარმოადგინეს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სახელბურთო კლუბმა სამტრედიამ და თელავის სასპორტო გაერთიანებამ, ხოლო მჟავანაძე – ხელბურთის კლუბმა ბათუმმა.