დასანანი მარცხი ლიეტუვასთან

ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში, საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი 15-21 წააგო მასპინძლებთან. ხვალ შეჯიბრებაზე დასვენებაა, ზეგ ჯგუფურ ტურნირს შვეიცარიასთან მატჩით დავასრულებთ.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, 10-10. საქართველო თავიდან 2-0, 3-1 დაწინაურდა, ლიეტუვა კი პირველად 21-ე წუთზე გავიდა წინ, 6-5, თუმცა, კარგად თამაშობდა მეკარე ჯიქურაშვილი, ჯგერენაიამ პირველ ნახევარში 6 გოლი გაიტანა და 10-8 ვიგებდით,  მასპინძლებმა კი ტაიმის ბოლო წუთზე გაათანაბრეს ანგარიში.

გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი, როდესაც ლიტვამ ზედიზედ 6 გოლი გაიტანა – 16-10. ზუსტად ამ მონაკვეთში კი ქართველებს 6 დარტყმა გაუცუდდათ კუთხის პოზიციიდან. მიუხედავად ამისა, მოედანზე შემოსულმა მეკარე ჩავჩიძემ რამდენიმე ბურთი მოიგერია და სხვაობა შემცირდა. სირენამდე 15 წუთით ადრე ანგარიში 13-16 იყო, როდესაც შვიდმეტრიანი ვერ გავიტანეთ და ამის შემდეგ ლიეტუვას გუნდს უპირატესობა აღარ დაუთმია – 21-15. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი ზედიზედ მეორედ მიიღო ნენო ჯგერენაიამ.  

ჩვენს ჯგუფში შვეიცარიამ 34-22 დაამარცხა მაკედონია და ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა. მეორე საგზურისთვის ხუთშაბათს იითამაშებენ ლიტვა და მაკედონია. მეორე ჯგუფში ორივე ნახევარფინალისტი გაირკვა: ჩეხეთი და თურქეთი პირველობისთვის იბრძოლებენ, ხოლო კოსოვო და ფარერის კუნძულები – მე-5-8 ადგილებისთვის.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019  ქალები 19 წ

შვიტურიო არენა. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი

16 ივლისი. ლიეტუვა – საქართველო 21-15

ლიტ: კოსიაკაიტე, ვასილიაუსკაიტე – მარკინაიტე 5, კავალენკაიტე 4, შპონე 4, რიმკუტე 3, სადაუსკაიტე 2, დამულევიჩუტე 1, რუსეცკაიტე 1, ტოლვაისაიტე 1, ცეკუოლიტე, დაუკშაიტე, დუნკულიტე, კატილიავაიტე, მარცინკენაიტე, ვილკუტაიტე

საქ: ჯიქურაშვილი, ჩავჩიძე – ჯგერენაია 8, გოგია 3, ე. ჩხაიძე 2, იაშვილი 1, ბურკაძე 1, დვალიშვილი, გაგნიძე, ა.  ჩხაიძე, კორძაია, საბაშვილი, ბჟალავა, ქებაძე, კომახიძე, ქ. ცინცაძე

მსაჯები: ჯემა, იაჰია (კოს), დელეგატები: მასიჩი (სრბ),  მარეიროსი (პორ)

B ჯგუფი: შვეიცარია 4, მაკედონია 2, ლიტვა 2, საქართველო 0

16 ივლისი.  შვეიცარია – მაკედონია 34-22

15 ივლისი. შვეიცარია – ლიტვა 31-21, საქართველო – მაკედონია 15-29

18 ივლისი, 18:00 შვეიცარია – საქართველო

ჯგუფი: ჩეხეთი 4, თურქეთი 4 – ფარერები 0. კოსოვო 0

16 ივლ. ჩეხეთი – კოსოვო 32-10, თურქეთი – ფარერები 29-25

15 ივლ. ჩეხეთი – ფარერები 33-25, თურქეთი – კოსოვო 28-24

20 ივლისი: ნახევარფინალი, 21 ივლისი: ფინალი

 

Leave a Reply