
ნაკრებებისაერთაშირისო ტურნირებისიახლეები
დანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა
დასრულდა ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატი – ფინალურ შეხვედრაში დანიის ნაკრებმა ხორვატია 32:26 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
ფინალური მატჩის საუკეთსო ბომბარდირი დანიელი მატიას გიდსელი გახდა, რომელმაც ხორვატებს 10 გოლი გაუტანა.
ფინალამდე დანიამ ნახევარფინალში პორტუგალიას 40:27 სძლია, მეოთხედფინალში კი ბრაზილიის ნაკრები 33:21 დაამარცხა.
ასევე გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩში, რომელშიც საფრანგეთის ნაკრებმა პორტუგალიას დაძაბულ შეხვედრაში 35:34 მოუგო და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.