ukr

დანია-საფრანგეთი, გერმანია-ნორვეგია

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარასკევს ითამაშებენ დანია-საფრანგეთი და გერმანია-ნორვეგია. ბოლო ორი საგზური გუშინ დანიამ და ნორვეგიამ მოიპოვეს. 

მეორე ჯგუფში ნორვეგიამ იოლად დაამარცხა უნგრეთი (25-26), მაგრამ დამოკიდებული იყო დანია-შვედეთის მატჩის შედეგზე. შვედეთს სჭირდებოდა მასპინძელთა 3 ბურთით დამარცხება და მათთან ერთად გადიოდა ნახევარფინალში, ხოლო 6 ბურთით წაგების შემთხვევაში დანია რჩებოდა ზედმეტი. შვედები კარგა ხანს იგებდნენ ორით, მაგრამ დანიამ გარდატეხა მატჩი და ამ ჩემპიონატზე ზედიზედ მერვედ მოიგო, 30-26.

დანია-შვედეთი: https://www.youtube.com/watch?v=oIr3EgEVJ1A

ორი უდრამატულესი მატჩი გაიმართა პირველ ჯგუფში, მაგრამ აქ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო – გერმანიას და საფრანგეთს, ერთმანეთში ნათამაშევი ფრის წყალობით, ერთი ტურით ადრე ჰქონდათ განაღდებული პირველი ორი ადგილი. გერმანიამ 31-30 დაამარცხა ევროპის ჩემპიონი ესპანეთი, ხოლო საფრანგეთი 20-23 დამარცხდა ხორვატიასთან, რომელიც, საბოლოო ჯამში, ბრაზილიასთან წაგების გამო დარჩა ფინალური ოთხეულის მიღმა.

ხორვატია-საფრანგეთი: https://www.youtube.com/watch?v=VxBk04WVmgg

25 იანვარს ჰამბურგში გაიმართება ორი ნახევარფინალი, ჰერნინგში – თამაშები მე-5 და მე-7 ადგილებისთვის. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი მიიღებს ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს, ხოლო მე-2-7 ადგილზე გასული გუნდები გავლენ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე.

ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 27 იანვარსაა ჰერნინგში. ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ნახავთ სილკ სპორტზე.

ხელბურთი.  მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანიადანია, 10-27 იანვარი

მეორე ჯგუფური ეტაპი, 23 იანვარი (ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი)

1 ჯგუფი. კიოლნი, ლანქსეს არენა (19 250)

გერმანია——-5—4—1—0—136-116—9

საფრანგეთი—5—3—1—1—133-122—7

ხორვატია——5—3—0—2—124-117—6

ესპანეთი——-5—2—0—3—147-136—4

ბრაზილია—–5—2—0—3—128-149—4

ისლანდია—–5—0—0—5—122-150—0

ბრაზილია – ისლანდია 32-29

ლანგარო 9, ტოლედო 8 – იონსონი 7, მაგნუსონი 6

საფრანგეთი – ხორვატია 20-23

რიშარდსონი 5 – ჰორვატი 4, მანდიჩი 4,

გერმანია – ესპანეთი 31-30

ბიომი 5 – სოლე 8, ა. დუიშებაევი, ფერნანდესი 5

1 ეტაპიდან: ბრა-საფ 22-24, ისლ-ხორ 27-31, გერ-ბრა 34-21, ესპ-ისლ 32-25, გერ-საფ 25-25, ესპ-ხორ 19-23

19 იანვარი. საფრანგეთი – ესპანეთი 33-30, გერმანია – ისლანდია 24-19

20 იანვარი. ბრაზილია – ხორვატია 29-26, ისლანდია – საფრანგეთი 22-31

21 იანვარი. ესპანეთი – ბრაზილია 36-24, ხორვატია – გერმანია 21-22

2 ჯგუფი. ჰერნინგიიუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

დანია———–5—5—0—0—147-116–10

ნორვეგია——-5—4—0—1—157-135—8

შვედეთი——–5—3—0—2—148-137—6

ეგვიპტე———5—1—1—3—132-138—3

უნგრეთი——-5—1—1—3—134-144—3

ტუნისი———5—0—0—5—113-161—0

ტუნისი – ეგვიპტე 23-30

ბუღანმი 6 – ომარი 7, ელაჰმარი 6

ნორვეგია – უნგრეთი 35-26

იონდალი 7, მიურჰოლი 6 – ბალოგი 11

დანია – შვედეთი 30-26

ჰანსენი 6, მ. ლანდინი 5 – ტოლბრინგი 8

1 ეტაპიდან. ტუნ-ნორ 24-34, ეგვ-შვდ 24-27, დან-ტუნ 36-22, უნგ-ეგვ 30-30, ნორ-დან 26-30, შვდ-უნგ 33-30

19 იანვარი. ტუნისი – შვედეთი 23-35, დანია – უნგრეთი 25-22

20 იანვარი. უნგრეთი – ტუნისი 26-21, ნორვეგია – ეგვიპტე 32-28

21 იანვარი. შვედეთი – ნორვეგია 27-30, ეგვიპტე – დანია 20-26

ნახევარფინალი: 25 იანვარი. ჰამბურგი, ბარკლაიკარდ არენა (13 300)

20:30 დანია – საფრანგეთი

23:30 გერმანია – ნორვეგია

26 იანვარი, ჰერნინგი 

მეშვიდე ადგილისთვის. 20:30 ესპანეთი – ეგვიპტე

მეხუთე ადგილისთვის. 23:30 ხორვატია – შვედეთი

ფინალი: 27 იანვარი, 20:30. ბრინჯაოს ფინალი: 17:30. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

კლასიფიკაცია. – 9. ბრაზილია 10. უნგრეთი 11. ისლანდია 12. ტუნისი – 13. ყატარი 14. რუსეთი 15. მაკედონია 16. ჩილე –  17. არგენტინა 18. სერბეთი 19.ავსტრია 20. ბაჰრეინი – 21. საუდის არაბეთი 22. კორეა 23. ანგოლა 24. იაპონია

Leave a Reply