დაიწყო ქალთა ეროვნული ჩემპიონატი

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო ქალთა ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში. პირველ მატჩში წინა პირველობის ვერცხლის პრიზიორმა, ყვარლის გუნდმა, დაამარცხა ჩემპიონი, თბილისის პეგასი, 31-21. 

ყვარლელთა უპირატესობა აშკარა იყო. საქართველოს ნაკრების ორმა უკანახაზელმა, ქიტესაშვილმა და კუნელაშვილმა ჯამში 21 გოლი გაიტანა, ხოლო პეგასში ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა წლევანდელი ქალთა ტროფის საუკეთესო მოთამაშე, თამარ ჩოგოვაძე, თუმცა, მას მუხლი ბოლომდე მორჩენილი არა აქვს და ჯერჯერობით მხოლოდ შვიდმეტრიანების დასარტყმელად შედის მოედანზე.

ხვალ არენაში ყვარელი შეხვდება წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, მამულს, ხოლო ორშაბათს თბილისური გუნდები, მამული და პეგასი ითამაშებენ. დასავლეთ საქართველოს სამი გუნდი – წყალტუბო, აჭარა და ფოთის ოქროს ვერძი ბრძოლაში დეკემბრის ბოლოს ჩაერთვება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჩემპიონატს ფინალური ოთხეული დაასრულებს.

ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, ათწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად წინა, 2015-16 სეზონში გაიმართა.

ხელბურთი. ქალთა ეროვნული ჩემპიონატი 2016-17

10 დეკემბერი, არენა 1

ყვარელი – პეგასი 31-21

ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 14, კუნელაშვილი 7, ს. იორდანიშვილი 4, თეთრაშვილი 3, ფუღიაშვილი 2, კუპატაძე 1, კორახაშვილი – მწვ. ხარებაშვილი, ღონიაშვილი

პეგ: ჩაჩუა – ვენეცკი 6, ჩოხელი 6, ქებაძე 5, გაგნიძე 2, სარაჯიშვილი 1, ჩოგოვაძე 1, მორჩაძე, ჩხაიძე – მწვ. წივწივაძე

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, შ. სტურუა

კვირას, 13:00 მამული – ყვარელი, ორშაბათს, 16:00 პეგასი – მამული

წყალტუბო, ფოთი, აჭარა პირველ ტურს ითამაშებენ 24-26 დეკემბერს

კაცები. ეროვნული ჩემპიონატი. პირველი ტური (დას) 15-17 დეკემბერი, (აღმ) 18-20 დეკემბერი, თბილისი

Leave a Reply