გორმა მოიგო, ჩემპიონი ქუთაისი გახდა  

ურეკში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური ქვიშის ხელბურთში. ტურნირი მოიგეს ყვარლის დურუჯმა და გორის პანდამ, ორი ეტაპის ჯამში კი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ კაცებში – ქუთაისი-2015 და ქალებში – ყვარლის დურუჯი.

ფინალები საშინელ ავდარში – წვიმასა და ქარბუქში გაიმართა.

კაცთა ნახევარფინალში გორმა 2-1 დაამარცხა ქუთაისი, რომელმაც ბრინჯაოს ფინალში აჭარას მოუგო და ორი ტურნირის ჯამში 200 ქულა დააგროვა. გორელებს ფინალში, თბილისის ფაკუნდოსთან გამარჯვების შემთხვევაში ასევე უხდებოდათ 200, თუმცა, ორივე ტურნირში ნათამაშები პირადი მატჩებით (2-0, 1-2), ქუთაისს უპირატესობა ჰქონდა. ფინალი და მეორე ეტაპი მართლაც მოიგო გორმა, 2-0, თუმცა, საქართველოს ჩემპიონი ქუთაისი გახდა, მეორე იყო შარშანდელი გამარჯვებული გორი, მესამე – ფაკუნდო.

ქალთა ფინალში ყვარლის „დურუჯმა“ სეზონში მეორედაც დაამარცხა აჭარის გუნდი, 2-0 და შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. ბრინჯაოს ფინალში ფოთის „ოქროს ვერძმა“ პირველ ტურნირში დამარცხებისთვის რევანში აუღო სამტრედიის „სანავარდოს“ 2-1. ორივე გუნდმა ჯამში 110 ქულა დააგროვა, პირადი მატჩებშიც თანაფარდობა იყო 2-1, 1-2, თუმცა ამ ორ შეხვედრაში სამტრედიას უკეთესი ბურთების სხვაობა აღმოაჩნდა და ჯამური მესამე ადგილიც ერგო.

მზე მხოლოდ ფინალის დასრულების შემდეგ გამოვიდა. გაიმართა საუკეთესოების დაჯილდოება. საუკეთესო მეკარეები გახდნენ ქრისტინე ჯავახია (ფოთი) და გიორგი ვათიაშვილი (გორი); საუკეთესო ლიბერო: ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი) და ზურაბ სიმონია (ფაკუნდო); საუკეთესო მცველები: თეკლა ცირეკიძე (სამტრედია) და თორნიკე გაგლოშვილი (გორი); საუკეთესო მოთამაშეები: თამარ ბურკაძე (სამტრედია) და უჩა გამზარდია (ქუთაისი);სამართლიანი თამაშის პრიზები მოიპოვეს გორის ქალთა და ფოთის კაცთა გუნდებმა; ყველაზე კრეატიულ მწვრთნელებად დასახელდნენ თემურ ჭანტურია (ფოთი, ქალები) და ირაკლი სიხარულიძე (აჭარა, კაცები)…

ქვიშის ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატი, 2014 წლიდან, ზედიზედ მეშვიდედ გაიმართა.

ქვიშის ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2020. მეორე ტურიურეკი, 21-23 აგვისტო

23 აგვისტო, ფინალური დღე

ქალები. 9 ადგილი. თოლია (აჭარა)

7-8 ადგილები. არგო (გორი) – პრომეთე (წყალტუბო) 2-0

5-6 ადგილები. აკადემია (თბილისი) – ბსგ ბათუმი 2-0

ნახევარფინალი. დურუჯი (ყვარ) – სანავარდო (სამტ) 2-0

ნახევარფინალი. აჭარა – ოქროს ვერძი (ფოთი) 2-1

ბრინჯაოს ფინალი. ოქროს ვერძი (ფოთი) – სანავარდო (სამტრედია) 2-1 (14-13, 11-13, 4-1)

ფინალი. დურუჯი (ყვარელი) – აჭარა 2-0 (17-6, 11-8)

საბოლოო ჩათვლა: 1. დურუჯი (ყვარელი) 140 ქულა, 2. აჭარა 120, 3. სანავარდო (სამტრედია) 110, 4. ოქროს ვერძი (ფოთი) 110 (პირადი თამაშები: 17-8, 7-10, 3-1 – 13-14, 13-11, 1-4), 5. ბსგ ბათუმი 70, 6. აკადემია (თბილისი) 50, 7. თოლია (აჭარა) 30, 8. პრომეთე (წყალტუბო 30), 9. არგო გორი (30)

კაცები. 11 ადგილი. მაჭახელა (ხელვაჩაური)

9-10 ადგილები. აია (ქუთაისი) – ლოკომოტივი (სამტ) 2-0

7-8 ადგილები. ოქროს ვერძი (ფოთი) – შადრევანი (წყალტუბო) 2-0

5-6 ადგილები. პრომეთე (წყალტუბო) – ბსბ ბათუმი 2-0

ნახევარფინალი, ფაკუნდო (თბ) – აჭარა 2-0

ნახევარფინალი. პანდა (გორი) – ქუთაისი 2015 2-1

ბრინჯაოს ფინალი. ქუთაისი-2015 – აჭარა 2-0 (29-22, 21-18)

ფინალი. პანდა (გორი) – ფაკუნდო (თბილისი) 2-0 (18-12, 17-14)

საბოლოო ჩათვლა: 1. ქუთაისი-2015 200, 2. გორი 200 (პირადი თამაშები 2-0, 1-2), 3. ფაკუნდო 180, 4. ბსბ ბათუმი 160, 5. აჭარა 1306. პრომეთე (წყალტუბო) 110, 7. ოქროს ვერძი (ფოთი) 110, 8. ლოკომოტივი (სამტრედია) 90, 9. აია (ქუთაისი) 60, 10. შადრევანი (წყალტუბო) 60, 11. მაჭახელა (ხელვაჩაური) 20

საჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, გ. ქავთარაძე, ი. ჭკუასელი, თ. ჩოგოვაძე

დელეგატები: ლ. გელაშვილი, გ. მამაცაშვილი

Leave a Reply