გორი და რუსთავი უმაღლესი ლიგის საგზურისთვის

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირზე ხელბურთში, ოთხშაბათს გადამწყვეტი მატჩია. სპორტკომპლექს არენაში, 13:30 საათზე, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის, ითამაშებენ გორი და რუსთავი. დღეს გორმა 50-25 დაამარცხა თელავი, რუსთავმა – წყალტუბოს პრომეთე, 37-29. 

გორი 2 ქულით წინაა და პირველის წრის შეხვედრა 31-28 აქვს მოგებული, შესაბამისად, რუსთავს 4 ბურთით გამარჯვება სჭირდება. პირველი ლიგის ჩემპიონი უმაღლესი ლიგის საგზურს პირდაპირ იღებს, ხოლო მე-2-3 ადგილზე გასული გუნდები  კიდევ ერთი საგზურისთვის გადასასვლელ ტურნირში ეთამაშებიან უმაღლესი ლიგის მე-7-8 ადგილებს.

მესამე ადგილისთვის ხვალვე თამაშობენ წყალტუბო და თელავი, თუმცა, თელაველებს პლეიოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ, რადგანაც პირველი მატჩი კონკურენტთან 27-43 აქვთ წაგებული.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატიპირველი ლიგაკაცები

მეორე წრე, 3-5 მაისი, არენა 2. 4 მაისი

რუსთავი-წყალტუბო 37-29

რუს: დავითაშვილი, ჯანგიძე  – ეძგვერაძე 11, მძელური 11, რ. შეყელაშვილი 5, მენაბდიშვილი 5, მუმლაძე 3, თაბაგარი 1, გოთოშია 1, კიკნაძე, გავაშელიშვილი

წყ: აფხაძე, ხაჭაპურიძე – გიორგაძე 8, გველესიანი 8, ბენდელიანი 4, ხელაძე 4, მეტონიძე 2, ხაბაზიშვილი 1, ჩანქსელიანი 1, კვარაცხელია 1, ძნელაძე, დარსაველიძე, ჩიხლაძე

მსაჯები: გ. წივწივაძე, ზ. აბრამიშვილი, დელეგატი: ლ. გელაშვილი

გორი-თელავი 50-25

გორ: ვათიაშვილი 1, თითირაშვილი – ნიაზაშვილი 8, ტარუაშვილი 8, დალაქიშვილი 7, ახალბედაშვილი 7, მჭედლიშვილი 5, გაგლოშვილი 5, ტიელიძე 4, მურადაშვილი 3, ყანჩაველი 1, იაშვილი 1

თელ: ლილუაშვილი – კაიშაური 12, გიორგელაშვილი 5, წვერიკმაზაშვილი 4, ბიწკინაშვილი 2,  ვ. გიგაური 1, იაგორაშვილი 1, ნ. სვიმონიშვილი

მსაჯები: გ. სურმავა, გ. სამყურაშვილი, დელეგატი: თ. თევზაძე

მდგომარეობა: გორი 14 ქულა (7 თამაშიდან) – რუსთავი 12 (7), წყალტუბო 6 (7) – თელავი 4 (7), აჭარა 0 (8)

5 მაისი. 12:00 წყალტუბო-თელავი, 13:30 გორი-რუსთავი

Leave a Reply