გორისა და რუსთავის პირველი მოგებები

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირი ხელბურთში, კაცთა შორის. პირველ დღეს გორმა დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, 43-24, ხოლო რუსთავის გუნდმა – თელავი, 42-27. ხვალ შეჯიბრებაში აჭარის გუნდის ჩაერთვება.

სულ 5 გუნდი ორწრიან ტურნირს გამართავს, რის შემდეგაც პირველი ლიგის ჩემპიონი პირდაპირ მიიღებს 2016-17 სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას, ხოლო მეორე-მესამე ადგილები გადათამაშებაში გადავლენ და უმაღლესი ლიგის მე-7-8 გუნდებთან იბრძოლებენ კიდევ ერთი საგზურისთვის.

როგორც გამოირკვა, პირველი ლიგის ტურნირი საქართველოს ჩემპიონატზე ერთადერთხელ, 1992 წელს გამართულა. მაშინ უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი იყო, პირველში – 6. პირველი ტურნირი სოხუმის გუნდმა მოიგო, მეორე ადგილზე ცხინვალი გავიდა.

გორმა დღეს იოლად მოიგო წყალტუბოსთან. გორელებს საკმაოდ დაბალანსებული და კარგად მომზადებული გუნდი ჰყავთ, რომლის წევრთა დიდი უმეტესობა კარგა ხანია, ჭაბუკთა პირველობაზე ერთად თამაშობს, ისევე როგორც წყალტუბოს კლუბის ძირითადი ბირთვი. თელავი პირველ ტაიმში საკმაოდ გაუძალიანდა რუსთავს და შესვენების შემდეგღა ჩამორჩა. რუსთავი და თელავი ძირითადად ახალგაზრდული გუნდებია, თელაველებს ჰყავთ რამდენიმე ვეტერანი, რომლებიც ბოლოს 2013-14 წლების ჩემპიონატში იცავდნენ კლუბის ღირსებას უმაღლეს ლიგაში. ხუთივე გუნდს, მათ შორის აჭარასაც, რომელიც შეჯიბრებაში ხვალ ჩაერთვება, შემადგენლობაში მხოლოდ საკუთარ კლუბსა და რეგიონში აღზრდილი ხელბურთელები ჰყავთ.

საქართველოს ჩემპიონატი. პირველი ლიგა, კაცები

პირველი წრე, 13-17 აპრილი, არენა 2. 13 აპრილი

გორი – წყალტუბო 43-24

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – ნიაზაშვილი 7, ტიელიძე 7, გაგლოშვილი 6, ყანჩაველი 6, ახალბედაშვილი 5, მჭედლიშვილი 3, მურადაშვილი 3, დალაქიშვილი 2, თ. ტარუაშვილი 2, იაშვილი 2, გ. მამაცაშვილი, ზუბიაშვილი – მწვ. ლ. მოციქულაშვილი

წყ: აფხაძე, ვარდანიძე – ბენდელიანი 7, გველესიანი 6, ლომიძე 5, ხელაძე 3, ძნელაძე 2, მეტონიძე 1, გიორგაძე, ჩარქსელიანი, დარსაველიძე, ჩიხლაძე, გოგიძე – მწვ. ნ. გოგიძე

მსაჯები: გ. წივწივაძე, გ. სამყურაშვილი, დელეგატი: ლ. გელაშვილი

რუსთავი – თელავი 42-27

რუს: ჯანგიძე, მ. დავითაშვილი – რ. შეყლაშვილი 10, მძელური 9, მენაბდიშვილი 5, მუქთიაშვილი 5, თაბაგარი 5, ეძგვერაძე 3, მუმლაძე 2, კიკნაძე 2, გავაშელიშვილი 1, ბ. შეყლაშვილი – მწვ. ვ. მძელური

თელ: წვერიკმაზაშვილი, ლილუაშვილი – ვ. გიგაური 9, გიორგელაშვილი 7, გ. სვიმონიშვილი 7, ნ. სვიმონიშვილი 1,ჟამურაშვილი 1, იაგორაშვილი 1, ბიწკინაშვილი 1, კაიშაური, ბაჩიაშვილი, გ. გიგაური, ჩაბრაშვილი – მწვ. დ. ელიზბარაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. სამყურაშვილი, დელეგატი: თ. თევზაძე

14 აპრილი

12:00 წყალტუბო – აჭარა

13:30 თელავი – გორი

15 აპრილი

12:00 აჭარა – რუსთავი

13:30 თელავი – წყალტუბო

16 აპრილი

12:00 აჭარა – თელავი

13:30 რუსთავი – გორი

17 აპრილი

12:00 წყალტუბო – რუსთავი

13:30 გორი – აჭარა

ფოტო: გიორგი სვიმონიშვილი, თელავი

Leave a Reply