გოგონათა ნაკრები ურეკში ემზადება

ხელბურთელ გოგონათა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება ურეკში. გუნდს წინ 2016 წლის მთავარი ტურნირი აქვს – 4-8 ივლისს გიოტებორგში გაიმართება ევროპის ღია პირველობა თვრამეწლამდელებში, სადაც ყველა უძლიერესი ნაკრები ითამაშებს.

გიორგი გვაზავას და ინა ჭკუასელს შეკრებაზე 16 ხელბურთელი ჰყავთ. აკლიათ ორი მოთამაშე – ქეთევან ვენეცკი, რომელიც ტრავმას იშუშებს და თათია გადელია, ვინც საოპერაციოა და შვედეთში ვერ ითამაშებს. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე მწვრთნელებმა შეარჩიეს რამდენიმე ახალი მოთამაშეც, რომელთგან ორი, ქობულეთელი ანა დოლიძე და წყალტუბოელი ნინო ჯიშკარიანი უკვე შეკრებაზე ჰყავთ. ურეკში გუნდი  ქვიშაში  ვარჯიშობს და აქცენტი ძირითადად ფიზმომზადებაზეა აღებული.

ნაკრებმა წლეულს უკვე მოისტუმრა ორი ტურნირი – მეორე ადგილი დაიკავა IHF ქალთა თასზე თბილისში და შემდეგ ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაც ითამაშა მონტენეგროში, ორი წლით უფროსებთან. 25-26 მაისს ბოლოს საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ოთხეულის თამაშებია, შემდეგ კი ნაკრები მზადებას გააგრძელებს.

ევროპის  ღია პირველობა უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის მთავარი შეჯიბრებაა. ფაქტიურად ევროპის ჩემპიონატის თვრამეტწლამდელებში, რადგანაც თამაშობს ყველა უძლიერესი ნაკრები (პირველი ათეულიდან არ არიან მხოლოდ ხორვატია, სლოვენია და გერმანია). ჯგუფში მეტოქეებად გვყავს საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია, ფინეთი. სირთულე ისაა, რომ დღეში 2-2 თამაში გვიწევს და მთავარი ამოცანა იქნება, ჩვენი რეალური შესაძლელობების შეფასება. თბილისის ტურნირზე დავამარცხეთ ორი საკმაოდ ძლიერი გუნდი, ბელგია და ლატვია და საინტერესო იქნება, როგორ ვეთამაშებით ფინეთსა და ავსტრიას, ან თუნდაც ჰოლანდიას თუ პოლონეთს, ვისთანაც ადრეც გვითამაშია. რაც მთავარია, 2017 წელს ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ელის ცხრამეტწლამდელებში, ხოლო ამის შემდეგ  უკვე დადგება დრო, რომ ეროვნული ნაკრებების დონეზეც მოსინჯოს ძალები. 

2017 წელს ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება უკვე მომდევნო, 2000-01 წლებში დაბადებული გოგონების ნაკრებიც.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: ქრისტინე ჯავახია (1998, ფოთი), მარიამ ჩაჩუა (1999, პეგასი), ანა ვარდიშვილი (1999, მამული)

მოთამაშეები: ქრისტინე ღვალაძე (1998, მამული),  ანა ყველაშვილი (1998, მამული), ქეთი კუნელაშვილი (1999, ყვარელი), თინათინ ქიტესაშვილი (1999, ყვარელი),  თამარ ჩოგოვაძე (1999, პეგასი),  მედეა ჩოხელი (1999, პეგასი),  მაია ბერიძე (1999, პეგასი),  მარიკა ჯავახაძე (1999, წყალტუბო),  ანა დოლიძე (2000, აჭარა), ნინო ჯიშკარიანი (2000, წყალტუბო), ჯულია ჩირგაძე (2001, წყალტუბო),  ნინო გაგნიძე (2002, პეგასი),  ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი)

მთ. მწვრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელი ინა ჭკუასელი

ევროპის ღია პირველობაქალები, 18 

გიოტებორგი, შვედეთი. 4-8 ივლისი

ჯგუფიდანია, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი

ჯგუფირუსეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, ფარერები

ჯგუფირუმინეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, შვეიცარია, ისლანდია

ჯგუფისაფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია, ფინეთი, საქართველო

4 ივლისი. საქართველო-საფრანგეთი, ავსტრია-საქართველო

5 ივლისი. საქართველო-ფინეთი, საქართველო-ჰოლანდია

6-8 ივლისი1-2 ადგილებზე გასული გუნდები თამაშობენ 1-8 ადგილებისთვის, 3 ადგილებზე გასულები – 9-12 ადგილებისთვის, 4-5 ადგილებზე გასულები – 13-18 ადგილებისთვის

Leave a Reply