გოგონათა ნაკრების სამი ტურნირი

ევროპის ღია პირველობაზე, გიოტებორგში, 4-8 ივლისს, საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია და ფინეთი. 

ასაკობრივი კატეგორიაა 18-წლამდელები.  სულ ითამაშებს  18 ნაკრები. ევროპის ოფიციალური ჩემპიონატი მხოლოდ 17 და 19-წლამდელ გოგონებში იმართება, ხოლო ლუწ წლებში ამ შეჯიბრებას ანაცვლებს 18-წლამდელთ ევროპის ღია პირველობა, რომელიც არის უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილი და მთავარი შეჯიბრება.

გიოტებორგში წლეულს ჩადის თითქმის ყველა უძლიერესი ნაკრები: ევროპის შარშანდელი ჩემპიონი 17-წლამდელთა შორის დანია, მეორე პრიზიორი რუსეთი, ასევე შვედეთი, რუმინეთი, ნორვეგია, ესპანეთი, მონტენეგრო. ელიტიდან არ იქნებიან მხოლოდ შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი უნგრეთი, სლოვენია (5 ადგილი), ხორვატია (6) და გერმანია (9) – ანუ, რეალურად გიოტებორგის ტურნირი ევროპის ჩემპიონატია 18-წლამდელებს შორის.

თუმცა, ეს ზუსტად საქართველოს გოგონათა ნაკრების ასაკია. ჩვენი გუნდის წევრთ უმრავლესობა 1988-99 წელშია დაბადებული და მათზე უფროსი მოთამაშე, უბრალოდ არ გვყავს, რის გამოც გოგონებს წლეულს კიდევ ორ ტურნირზე მოუწევთ თამაში ასაკით უფროსების წინააღმდეგ.

8-13 თბილისში IHF/EHF ქალთა თასია ცხრამეტწლამდელებში, ხოლო ამ ტურნირის დასრულებისთანავე გუნდი გაემგზავრება მონტენეგროში, სადაც ქალაქ ბელო პოლეში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაა: მონტენეგრო, უკრაინა, საქართველო. ფინალურ ტურნირზე ერთი გუნდი გადის.

ხელბურთი.ევროპის ღია პირველობა. ქალები, 18 წ

გიოტებორგი, შვედეთი. 4-8 ივლისი

A ჯგუფი:დანია, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი

B ჯგუფი:რუსეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, ფარერები

C ჯგუფი:რუმინეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, შვეიცარია, ისლანდია

D ჯგუფი:საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია, ფინეთი, საქართველო

4 ივლისი. საქართველო-საფრანგეთი, ავსტრია-საქართველო

5 ივლისი. საქართველო-ფინეთი, საქართველო-ჰოლანდია

6-8 ივლისი.1-2 ადგილებზე გასული გუნდები თამაშობენ 1-8 ადგილებისთვის, 3 ადგილებზე გასულები – 9-12 ადგილებისთვის, 4-5 ადგილებზე გასულები – 13-18 ადგილებისთვის

ხელბურთი.მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ქალები, 20 წ

18-20 მარტი, ბელო პოლე, მონტენეგრო. ფინალში გადის 1 გუნდი

18 მარტი,21:00. საქართველო-მონტენეგრო

19 მარტი.21:00. უკრაინა-საქართველო

20 მარტი,14:00 მონტენეგრო-უკრაინა

ხელბურთი.IHF/EHF ქალთა თასი, 19წ

8-13 მარტი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

A ჯგუფი:  კვიპროსი, ლატვია, საქართველო, ალბანეთი

8 მარტი. 16:00 ლატვია-ალბანეთი, 18:00 კვიპროსი-საქართველო

9 მარტი. 14:00 ალბანეთი-კვიპროსი, 18:00 საქართველო-ლატვია

10 მარტი. 14:00 კვიპროსი-ლატვია, 18:00 საქართველო-ალბანეთი

B ჯგუფი:ფარერები, ბელგია, ესტონეთი, სომხეთი

8 მარტი. 14:00 ფარერები-ესტონეთი, 20:00 ბელგია-სომხეთი

9 მარტი. 16:00 სომხეთი-ფარერები, 20:00 ესტონეთი-ბელგია

10 მარტი. 16:00 ესტონეთი-სომხეთი, 20:00 ფარერები-ბელგია

11 მარტი – დასვენების დღე

12 მარტი. ნახევარფინალი

14:00 3A-4B, 16:00 3B-4A, 18:00 1A-2B, 20:00 1B-2A

13 მარტი. ფინალი

12:00 7-8 ადგილები 14:00 5-6 ადგილები, 16:00 ბრინჯაოს ფინალი, 18:00 მთავარი ფინალი

საქართველოს ნაკრები

12 ანა ვარდიშვილი (GK 18.08.1999 177/77 მამული)

16 ქრისტინე ჯავახია (GK 01.06.1998 175/72 ოქროს ვერძი ფოთი)

22 მარიამ ჩაჩუა (GK 30.09.1999 184/62 პეგასი)

7 თინათინ ქიტესაშვილი (LW 07.02.1999 170/58 ყვარელი)

9 თათია გადელია (RB 30.10.1998 172/66 ოქროს ვერძი ფოთი)

13 ქრისტინე ღვალაძე (LW 12.08.1998 163/55 ხკ მამული)

15 თამარ ჩოგოვაძე (LW 13.03.1998 172/55 პეგასი)

17 მედეა ჩოხელი  (P 02.01.1999 177/68 პეგასი)

18 ქეთევან ვენეცკი (RW 16.07.1998 174/66 პეგასი)

19 ანა ყველაშვილი (CB 29.12.1998 170/64 მამული)

24 ჯულია ჩირგაძე (LB 14.01.2001 180/73 წყალტუბო)

29 ქეთი კუნელაშვილი (LB 22.08.1999 176/65 ყვარელი)

31 მაია ბერიძე (CB 19.05.1999 167/62 პეგასი)

39 მარიკა ჯავახაძე (P 17.08.1999 170/82 წყალტუბო)

1 თინათინ ყაველაშვილი (GK 28.03.1998 166/65 პეგასი)

10 ელისაბედ ჩხაიძე (P 14.03.2002 177/70 პეგასი)

23 ნინო გაგნიძე (RW 12.09.2002 173/56 პეგასი)

მთ. მწვრთნელი: გიორგი გვაზავა (1978)

მწვრთნელი: ოლექსანდრ გურსკი, უკრ (1966)

მწვრთნელი: ინა ჭკუასელი (1985)

მეკარეები: ამირან კომახიძე (1951)

ფიზმომზადება: მამია ტუღუში (1941)

ექიმი: გიორგი კაზალიკაშვილი (1993)

გუნდის ლიდერი: ლანა მარგიანი (1988)

Leave a Reply