trophy-head

გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები 6-15 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. გათამაშებას თბილისი უმასპინძლებს და მასში სულ 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფად გადანაწილდებიან.

ჩვენი გუნდის ჯგუფში იქნებიან: ნიდერლანდები, უკრაინა, საბერძნეთი და ლუქსემბურგი. ამჟამად გოგონები თელავში გადიან ტურნირისწინა შეკრებას, 21 ივლისიდან კი მზადებას თბილისში გააგრძელებენ.

Leave a Reply