გვჭირდება შედეგი და ტრიბუნების მხარდაჭერა!  

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მოაწყო კაცთა შორის 2019 წლის IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია და ნაკრების წარდგენა.

შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული გუნდი მონაწილეობს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ის 8 ივნისს დაიწყება და 16 ივნისს დამთავრდება. მონაწილეთაგან ექვსი გუნდი ევროპიდანაა. მათთვის ჩემპიონატს დამატებითი მნიშვნელობა აქვს  – საუკეთესო ადგილზე გასული ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრების ფლეი-ოფის ეტაპზე ითამაშებს.

პრეს-კონფერენცია გახსნა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ.

„ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. ჩვენთვის მასში მონაწილეობა და წარმატება ბევრს ნიშნავს. დღეს ქართული ხელბურთი სერიოზული გარღვევის ზღვარზე იმყოფება. ამიტომაც, შედეგს და გულშემატკივრის მოზიდვას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მოგეხსენებათ, ჩვენთვის, როგორც ევროპის ფედერაციის წევრი ნაკრებისთვის ერთა ჩემპიონატი შესარჩევი ტურნირიც არის და აქ წარმატება ჩვენს ქვეყანაში ხელბურთის განვითარებას ძალიან სჭირდება. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს კაცთა ნაკრებისთვის 2019 წელს ეს შეჯიბრება ბოლო არ არის. შემოდგომაზე ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაში მოგვიწევს ჩაბმა“.

პრეზიდენტის შემდეგ სიტყვა გადაეცა ეროვნული გუნდის სერბ მწვრთნელს ნიკოლა მაქსიმოვიჩს.

„სამი დღეა აქ ვარ და გუნდი შეკრებაზე მყავს. უნდა აღვნიშნო, რომ მოთამაშეებთან კონტაქტი ადვილად დავამყარე. კმაყოფილი ვარ ბიჭების განწყობით და საქმისადმი დამოკიდებულებით. შეჯიბრებამდე კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე და ამ დღეებში მთელ რიგ დეტალებს გავივლით.

მოწინააღმდეგე გუნდებს ვიცნობთ და თითოეულ მათგანს სერიოზულად ვეკიდებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პირველ შეხვედრას ნიგერიის ნაკრებთან. აგრეთვე დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის. სპორტის სასახლეში ტრიბუნების მხარდაჭერა გვჭირდება“.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, შოთა თევზაძე:

„19 წლიდან ნაკრებში ვარ და ყოველთვის, როდესაც ეროვნულ გუნდში სათამაშოდ მოვემგზავრები, გული განსაკუთრებული გრძნობით მევსება. აქ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ერთა ჩემპიონატს ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ თამაშსაც. ახლა მთავარია დარჩენილ დღეებში არავინ დაშავდეს. ძალიან გვეიმედება გულშემატკივრის“.

ზურაბ კაკაბაძე: „ქომაგების აქტიურობა ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება შეჯიბრება. ახლახან, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ოთხეულ გახლდით და ვნახე, როგორ რეაგირებდა მაყურებელი გუნდების თამაშზე. როდესაც გუნდი იბრძვის და ინდომებს, გულშემატკივარიც ემოციას ჰყვება. ასე რომ, ბევრი რამ აქაც მოთამაშეებზეა დამოკიდებული“. 

ბოლოს, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მოთამაშეებს შეხვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ გულშემატკივარს გული დარბაზისკენ მოუტრიალდეს. ეს თქვენ უნდა უბიძგოთ მათ გულმხყრვალე ქომაგობისკენ. ხელბურთი ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელსაც საქართველოში ბრწყინვალედ თამაშობდნენ. მარტო ჯემალ ცერცვაძის გახსენება რად ღირს. შეუძლებელი იყო მისი თამაშის სანახავად არ წასულიყავი.

ახლა მე მინდა გკითხოთ, განა თქვენ ვინმე რამეთი გჯობიათ? არა, რასაკვირველია. ამიტომ, გამარჯვებისთვის საჭირო ძალები თქვენს თავში უნდა მოძებნოთ. გარეშე ფაქტორებზე ფიქრი საჭირო არ არის“.

ამჟამად, საწვრთნელ შეკრებაზე 21 ხელბურთელია. 14-კაციან შემადგენლობას მწვრთნელები ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ დაასახელებენ. პირველი მატჩი 8 ივნისს გვაქვს ნიგერიასთან. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს 18 საათზე გამართავს.

ხელბურთი. IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი

8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე

A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი

ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია

June 8 ივნისი

10:00 კოლუმბია – ჩინეთი

12:00 მალტა – ბულგარეთი

14:00 ინდოეთი – აზერბაიჯანი

16:00 კუბა – ბრიტანეთი

18:00 გახნის ცერემონიალი

18:30 ნიგერია – საქართველო

20:30 აშშ – ირლანდია

June 9 ივნისი

10:00 კოლუმბია – აზერბაიჯანი

12:00 ჩინეთი – კუბა

14:00 ბრიტანეთი – ინდოეთი

16:00 ბულგარეთი – აშშ

18:00 მალტა – საქართველო

20:00 ირლანდია – ნიგერია

June 10 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი – ბრიტანეთი

12:00 კოლუმბია – კუბა

14:00 ინდოეთი – ჩინეთი

16:00 აშშ – მალტა

18:00 საქართველო – ირლანდია

20:00 ნიგერია – ბულგარეთი

June 12 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი – კუბა

12:00 ბრიტანეთი – ჩინეთი

14:00 კოლუმბია – ინდოეთი

16:00 ირნალდია – ბულგარეთი

18:00 საქართველო – აშშ

20:00 მალტა – ნიგერია

June 13 ივნისი

10:00 ჩინეთი – აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი – კოლუმბია

14:00 კუბა – ინდოეთი

16:00 ირლანდია – მალტა

18:00 ბულგარეთი – საქართველო

20:00 აშშ – ნიგერია

June 15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: A5–B6

12:00 9-12: B5–A6

14:00 5-8 A3 – B4

16:00 5-8 B3 – A4

18:00 1-4 A1 – B2

20:00 1-4 B1 – A2

June 16 ივნისი, ფინალი

10:00  11-12

12:00   9-10

14:00   7-8

16:00   5-6

18:00   3-4

20:00   1-2

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

Leave a Reply