ბსბ ბათუმი ჩემპიონია

დღეს ოლიმპიურ სპორტის სასახლეში საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ოთხეულის დასკვნითი მატჩები გაიმართა.

მესამე ადგილის მატჩში სტუ-პეგასი სამტრედიას დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში 27-25 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში მაინც 3 ბურთით აჯობა მეტოქეს და მესამე ადგილი დაიკავა. სამტრედიელთა მხრიდან საუკეთესო იყო ვახტანგ ხელისუფალი (14 გოლი), ხოლო სტუ-პეგასიდან გამორჩეული მატჩი ჰქონდა დავით გრიშიკაშვილს (10 გოლი).

ფინალში ერთმანეთს ქუთაისი 2015 და ბსბ ხვდებოდნენ. ბათუმელებმა პირველი მატჩი 8 ბურთის სხვაობით (25-17) მოიგეს და თითქოს გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტეს, თუმცა მეორე მატჩში ქუთაისმა ბოლომდე იბრძოლა და 15 წუთით ადრე 5 ბურთსაც იგებდა. საბოლოოდ ქუთაისელებმა მატჩი მოიგეს (29-28), თუმცა ორი მატჩის ჯამში მაინც 7 ბურთით ჩამორჩნენ მეტოქეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ქუთაისელთაგან გამორჩეული იყო ზურიკო სიმონია (8 გოლი) და გიგი რუხაძე, ხოლო ბათუმელთაგან გიგა ტორონჯაძე (Macron-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე) და გიორგი ლაპიაშვილი (5 გოლი).

სტუ-პეგასი 25-27 სამტრედია
სტუ-პეგასი
გრიშიკაშვილი 10, მუკბანიანი 5, შიოშვილი 5, ბუიღლიშვილი 2, მანია 2, კაპანაძე 1, ბერუაშვილი 1, ხარებაშვილი, გორგოძიანი, ს. მამულაშვილი, კოსტირინი, გურული, ნ. მამულაშვილი, უსაჩოვი, კოხრეიძე, ტუღუში
ოფიციალური პირები: მ. კობახიძე, ტ. კალანდაძე
სამტრედია
ვ. ხელისუფალი 14, დ. ხელისუფალი 5, ხომერიკი 3, დუნდუა 3, ფახურიძე 1, აფრიდონიძე 1, გაგუა, ბოხუა, თევზაძე, ხონელიძე, ნიკოლეიშვილი, კაკაბაძე
ოფიციალური პირები: ა. ქავზინაძე, გ. ხელისუფალი

ქუთაისი 2015 29-28 ბსბ
ქუთაისი 2015
სიმონია 8, იმნაძე 7, ნაწილაშვილი 5, ჭელიძე 3, წითელაშვილი 2, მუკბანიანი 2, მიქავა 1, მერკვილაძე, მაისურაძე, რუხაძე, გრძელიძე
ოფიციალური პირები: დ. გობეჯიშვილი, ე. მამასახლისი, ზ. დეისაძე, ნ. ჟორჟოლიანი
ბსბ
აბრამიშვილი 5, უთმელიძე 5, ლაპიაშვილი 5, სურმავა 3, ტიელიძე 3, გოგოლაძე 3, სტურუა 2, ბაინაზაშვილი 1, ბერძენიშვილი 1, ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი, მაისურაძე, ბერიძე, ვეფხვიაშვილი, ფუტკარაძე, დიასამიძე
ოფიციალური პირები: მ. ჭანტურია, ა. კომახიძე, ჯ. ყარყარაშვილი

ეროვნული და ახალგაზრდული ჩემპიონატები სექტემბერში განახლდება.

იცხოვრეხელბურთით #იყავიგანსაკუთრებული #georgianhandball #mensnational #season2023x2024 #men

Leave a Reply