EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

ბრძოლა გამძაფრდა, მონპელიემ კიდევ მოიგო

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტური დარჩა, გასარკვევი კი პლეიოფის მერვედფინალის კიდევ 4 მონაწილის ვინაობაა. ლიგის შარშანდელმა ჩემპიონმა მონპელიემ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და პლეიოფში გასასვლელი შანსები გაიუმჯობესა. 

მიმოხილვა, მე-12 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-12/1464155

ფრანგულმა კლუბმა პოლონეთში 28-27 დაამარცხა კელცე, მაგრამ მოიგო კონკურენტმაც –  ბელარუსის მეშკოვ-ბრესტმა 2 ქულა გერმანიის რაინ-ნეკართან აიღო – 27-24. ორივე გუნდს ახლა 7-7 ქულა აქვს. მონპელიეს უკეთესი პირადი ბალანსი აქვს ბელარუსებთან (23-26, 29-23), მაგრამ ორი მძიმე თამაში ელის ბარსელონასთან და სკოპიეში, ვარდართან. მეშკოვი მომდევნო ტურში ვესპრემს სტუმრობს და შემდეგ იღებს კრისტიანსტადს, რომელსაც ასევე შერჩა A ჯგუფიდან ბოლო, მეექვსე გამსვლელი ადგილის დაკავების შანსი.

ფლენზბურგმა ბოლო წამზე გატანილი შვიდმეტრიანით 27-26 დაამარცხა ზაგრები და B ჯგუფიდან პლეიოფის მესამე საგზური გაინაღდა პარი სენ-ჟერმენისა და სეგედის შემდეგ. ჯგუფური ეტაპი 3 მარტს დასრულდება.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

პირველი ჯგუფური ეტაპი, 12 ტური, 13-17 თებერვალი

A: ბარსა 20, ვესპრემი 16, ვარდარი 15, კელცე 14, რაინ-ნეკარი 12, მონპელიე 7 – მეშკოვი 7, კრისტიანსტადი 5

ვარდარი (მკდ) – ვესპრემი (უნგ) 27-29

დისინგერი 5, კრიშტოპანსი, სკუბე 4 – ლეკაი 7, ნადი 6

კელცე (პოლ) – მონპელიე (საფ) 27-28

აგინაგალდე, ფერნანდესი, ლიევსკი 4 – გრები, რიშარსონი 6, პორტი 4

მეშკოვბრესტი (ბლრ) – რაინ ნეკარი (გერ) 27-24

ბარსა (ესპ) – კრისტიანსტადი (შვდ)  43-26

B: პსჟ 22, სეგედი 19, ფლენზბურგი 12, ნანტი 11, ზაგრები 10, ზაპოროჟიე 9 – ცელიე 7, სკიერნი 6

ფლენზბურგი (გერ) – ცელიე (სლნ) 27-26

სკიერნი (დან– ნანტი (საფ) 32-34

სეგედი (უნგ– მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 30-29

პარი სენ ჟერმენი (საფ) – ზაგრები (ხორ) 33-28

A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

12 ტური: 20-24 თებერვალი

და D ჯგუფები, პლეიოფი

სპორტინგი (პორ)  – დინამო ბუკურეშტი (რუმ): 23, 28 თებერვალი

ვისლა პლოცკი (პოლ) – სილკებორგი (დან): 23 თებერვალი, 3 მარტი

 

Leave a Reply