gnhf-rrr

ბრინჯაოს პრიზიორს ბოლო დღე გაარკვევს

 

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატი ხელბურთში ხვალ დასრლდება გლდანის სახელბურთო ცენტრში. გასარკვევია ბრინჯაოს პრიზიორის ვინაობა – თბილისის ქარიშხალა თუ სამტრედია? ჩემპიონი უკვე გახდა ფოთის ოქროს ვერძი, ვერცხლის პრიზიორია აჭარის გუნდი. 

დღეს ფოთმა დაამარცხა ყვარელი 17-13, აჭარამ კი მოუგო მამულს 24-17. სამტრედიამ 21-18 აჯობა პეგასს, ხოლო ქარიშხალამ მოიგო ორი მატჩი –  წყალტუბოსთან 24-13 და ბათუმთან 31-18. შედეგად, შარშანდელი ვერცხლის პრიზიორი ქარიშხალა 31 ქულით მესამე ადგილზეა, ოღონდ ხვალ მინიმუმ 1 ქულა უნდა აიღოს შარშანდელ ჩემპიონ და წლევანდელ ვერცხლის პრიზიორ აჭარასთან. თუ თბილისელებმა ეს ვერ მოახერხეს, მაშინ ყველაფერი სამტრედიელთა ხელში იქნება – მათ მოსაგები აქვთ ყვარელთან და ამ შემთხვევაში მეორე ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვებენ მედალს – ცოტა ხნის წინ სამტრედიის გუნდი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა უმცროს, 15-წლამდელთა ასაკში.

ხვალვე თამაშობენ: მამული- წყალტუბო და ფოთი – პეგასი. მატჩები 12 საათიდან დაიწყება.

ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

მესამე წრის საერთო ტური. 5-8 მაისი, გლდანი

7 მაისი

ყვარელი – ფოთი 13-17

წყალტუბო – ქარიშხალა 13-24

სამტრედია – პეგასი 21-18

მამული – აჭარა 17-24

ქარიშხალა – ბათუმი 31-18

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, თ. ბჟალავა, გ. გველესიანი

—————-თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ

ფოთი———23–21—1—1–430-285–43

აჭარა———-23–18—0—5–477-345–36

ქარიშხალა—23–15—1—7–561-455–31

სამტრედია—23–14—2—7–408-360–30

ყვარელი——23–11—2–10–428-388–24

პეგასი———23–11—2–10–420-383–24

ბათუმი——-24—4—1–19–292-437—9

წყალტუბო—23—3—1–19–286-465—7

მამული——-23—2—0–21–349-533—4

8 მაისი

12:00 მამული- წყალტუბო

13:00 აჭარა – ქარიშხალა

14:00 სამტრედია – ყვარელი

15:00 ფოთი – პეგასი

Leave a Reply