gnhf-rrr

ბარსელონა გავარდნის პირასაა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალის პირელი მატჩები გაიმართა. ყველაზე საინტერესო წყვილში გერმენიის ჩემპიონმა კილმა საკუთარ მოედანზე 29-24 მოუგო ლიგის შარშანდელ გამარჯვებულ ბარსელონას. საპასუხო მატჩი 30 აპრილსაა. 

კილი მთელი თამაში წინ იყო, მაგრამ გარდამტეხი მომენტი დადგა 45-ე წუთისთვის, როცა გერმანული კლუბის დანიელმა მეკარემ ნიკლას ლანდინმა თითქმის ყველაფერი მოიგერია და კილი 6 ბურთით გავიდა. წინ – 27-21. მეკარის გარდა გამარჯვებულებში გამორჩეულები იყვნენ მარცხენა გარემარბი დომინიკ კლაინი (9 გოლი), უკანახაზელები – კანელასი და დუვნიაკი. ბარსელონაში თამაში არავის წაუვიდა,  თუმცა, შაბათს, ბლაუგრანას დარბაზში, ფავორიტი ბარსა იქნება.

ლიგის 2014 წლის გამარჯვებულმა, გერმანიის ფლენზბურგმა შინ ვერ დაამარცხა პოლონეთის კელცე, 28-28, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლგერ გლანდორფმა 1 გოლი გაიტანადა მეკარე ანდერსონმაც საუკეთესოდ ითამაშა. ამ წყვილის საპასუხო მატჩი ყველაზე ადრე, 27 აპრილს გაიმართება.

ზაგრები ვეღარ გაიმეორებს სენსაციურ მერვედფინალს, საიდანაც ბუნდესლიგის ლიდერი, რაინ-ნეკარი გამოაგდო. ხორვატები 40 წუთის შემდეგ თანაბრად ეთამაშებოდნენ პარი სენ-ჟერმენს (17-17), მაგრამ ამის შემდეგ ჰანსენმა და კარაბატიჩმა გაანადგურეს მასპინძლები – 28-20.

სკოპიეს ვარდარი შინ 26-29 დამარცხდა შარშანდელ ფინალისტთან, უნგრეთის ვესპრემთან, რომელიც საპასუხო მატჩშიც ფავორიტია.

ქალთ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა. 7 მაისს, ბუდაპეშტის ლასლო პაპის არენაზე ითამაშებენ ბოლო 4 წლის ჩემპიონები, უნგრეთის დიორი ეტო (2013, 14) და მონტენეგროს ბუდუჩნოსტი (2012, 15). მეორე წყვილია რუმინეთის ბუქარესტი და მაკედონიის ვარდარი.

მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-17

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. 2015-16,  კაცები

მეოთხედფინალი. პირველი მატჩები 23-24 აპრილი

ვარდარი (მკდ) – ვესპრემი (უნგ) 26-29 (30.04)

დიბიროვი, კარაჯიჩი 6 – ილიჩი 9, პალმარსონი 7

ფლენზბურგი (გერ) – კელცე (პოლ) 28-28 (27.04)

გლანდორფი 11, ლაუგე 7, სვანი 6 – ჩუპიჩი 5, იურეცკი, ლიევსკი, რაიხმანი 4

ზაგრები (ხორ) – პსჟ (საფ) 20-28  (01.05)

მანდალინიჩი, ვუიჩი 4 – ჰანსენი 9, ნ. კარაბატიჩი 6, აბალო, ვორი 5

კილი (გერ) – ბარსელონა (ესპ) 29-24 (30.04)

კლაინი 9, კანელასი 6, დუვნიაკი 5 – ლაზაროვი 6, ენტრერიოსი 3

ოთხთა ფინალი 28-29 მაისს კიოლნში (გერ)

Leave a Reply