ბარსელონა და პსჟ წინ არიან

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში  ორთვიანი არდადაგებია. ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი 4 ტური თებერვალ-მარტში გათამაშდება, იანვარში კი მსოფლიო ჩემპიონატია.

მიმოხილვა. კაცები, 10 ტური:  https://www.ehftv.com/int/video/magazine-men-episode-10/1398061

A და B ჯგუფებში ლიდერობენ ბარსელონა და პარი სენ ჟერმენი და პირდაპირ მეოთხედფინალში გასვლის პირველი კანდიდატები არიან.  მერვედფინალში გასვლა უკვე გაინაღდეს ვარდარმა და სეგედმა, ხოლო ამ მიზანთან ახლოს არიან რანი-ნეკარი, ვესპრემი და კელცე. A ჯგუფში ბოლო, მეექვსე საგზურისთვის იბრძოლებენ მეშკოვ-ბრესტი, კრისტიანსტადი და მოქმედი ჩემპიონი მონპელიე, ხოლო B ჯგუფში გასათამაშებელია 4 საგზური 6 გუნდ შორის – ფლენზბურგი, ნანტი, ზაგრები, ზაპოროჟიე,  ცელიე  და სკიერნი.

C და D ჯგუფებში კი პირველი ეტაპი დასრულდა. ბოლო ტურში დანიის სილკებორგმა 29-28 მოუგო პორტუგალიის სპორტინგს და პირველი ადგილი დაიკავა.  გამოვლინდა 2 წყვილი, რომელიც თებერვალში მერვედფინალის 2 საგზურისთვის ითამაშებს: დინამო ბუკურეშტი – სპორტინგი, ვისლა – სილკებორგი.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

პირველი ჯგუფური ეტაპი, 10 ტური, 28 ნოემბერი – 2 დეკემბერი

A: ბარსა 18, ვარდარი 13, რაინ-ნეკარი 12, ვესპრემი 12, კელცე 12, მეშკოვი 5 – კრისტიანსტადი 5, მონპელიე 3

ვარდარი (მკდ) – კელცე (პოლ) 28-27

კრისტიანსტადი (შვდ) – რაინ ნეკარი (გერ) 27-32

ბარსა (ესპ) – მეშკოვბრესტი (ბლრ) 41-32

ვესპრემი (უნგ) – მონპელიე (საფ) 25-19

B: პსჟ 18, სეგედი 15, ფლენზბურგი 10, ნანტი 9, ზაგრები 8, ზაპოროჟიე 7 – ცელიე 7, სკიერნი 6

ფლენზბურგი (გერ) – სეგედი (უნგ) 27-25

ზაგრები (ხორ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 27-25

პარი სენ ჟერმენი (საფ) – სკიერნი (დან) 38-28

ცელიე (სლნ) – ნანტი (საფ) 29-29

A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

განახლდება 6 თებერვალს

C: სილკებორგი 16, სპორტინგი 14 (30-27, 26-28) – პრეშოვი 14, ჩეხოვი 8, ბეშიქთაში 6, მეტალურგი 2

ბეშიქთაში (თურ) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 27-30

ტატრანპრეშოვი (სლკ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 30-24

სილკებორგი (დან) – სპორტინგი (პორ) 29-28

D: დინამო 14, ვისლა 14 – ელვერუმი 13, ლეონი 12, კოქსი 6, თიუნი 1

რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 27-26

თიუნი (შვც) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 29-33

ლეონი (ესპ) – ელვერუმი (ნორ) 24-24

პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად: 20/24 თებერვალი – 27 თებ/3 მარტი

დინამო ბუკურეშტი – სპორტინგი, ვისლა – სილკებორგი

Leave a Reply