ბათუმ-ქუთაისის მესამე რაუნდი ტყიბულში  

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 37-25 დაამარცხა წყალტუბო, ხოლო ხელბურთის კლუბმა ქუთაისმა 43-32 მოუგო სამტრედიას. პარასკევს, 15 საათზე, ლიდერთა ჯგუფის ორი წარმომადგენელი ამ სეზონში მესამედ შეხვდება ერთმანეთს, ამჯერად – ტყიბულის სპორტის სასახლეში. ხვალვე წყალტუბო-სამტრედიის მატჩია. 

ბათუმ-წყალტუბოს თამაშის დასაწყისში ზედიზედ რამდენიმე დარტყმა მოიგერია წყალტუბოელმა მეკარემ, სილაგაძემ, შედეგად, მისი გუნდი ერთი ხანობა 3 ბურთითაც იგებდა და შესვენებაზეც წინ იყო – 15-14, მაგრამ დაიწყო მეორე ნახევარი, ლიდერმა ზედიზედ რვაჯერ გაიტანა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა – 22-15, საბოლოოდ კი, 37-25.

ქუთაისი, ბათუმისგან განსხვავებით, თავიდან მაქსიმალური მობილიზაციით ეთამაშა აუტსაიდერ სამტრედიას, 13-0 და 18-1 იყო წინ, ტაიმი 23-9 მოიგო, შესვენების შემდეგ კი პირიქით, ძალა მეორე დღისთვის დაზოგა, მეტოქეს მეორე ტაიმის მოგების საშუალებაც მისცა და თერთმეტბურთიან სხვაობას დასჯერდა – 43-32, ხოლო ქუთაისელთა დებიუტანტებმა, ტყუპმა ძმებმა იმნაძეებმა, ჯამში 12 გოლი გაიტანეს.

ტყიბულის ტური პარასკევს დასრულდება, 27 მაისს კი საქმეში აღმოსავლეთ საქართველოს ოთხეული ჩაებმება. სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი მაისში საქართველო ჩემპიონს გამოავლენს.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

მესამე წრე. დასავლეთი. 15-17 მატჩები. ტყიბულის სპორტის სასახლე

22 მარტი. BSB ბათუმი – წყალტუბო 37-25

ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – სურმავა 7, ბულბულაშვილი 6, გოგოლაძე 5, სტურუა 5, თევზაძე 4, ქარდავა 4, ხაჟომია 2, მჟავანაძე 2, წივწივაძე 1, თურმანიძე 1, ყაველაშვილი

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 9, ჯიმშელეიშვილი 8, მ. გველესიანი 5, დარსაველიძე 1, გელა გველესიანი 1, მეტონიძე 1, შვანგირაძე, ნიჟარაძე, კახაია

მსაჯები: რუსლან პერეპელიცა – ვალერი როჟკოვ (უკრ)

ქუთაისი – სამტრედია 43-32

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – რუსტამოვი 11, ლ. იმნაძე 7, ლომიძე 6, ჯ. იმნაძე 5, მათნაძე 4, ფერაძე 3, კბილაშვილი 2, ჭელიძე 2, გამზარდია 2, სიმონია 1, კობახიძე,

სამ: შველიძე – გაგუა 18, ძნელაძე 7, ხელისუფალი 3, ადამია 2, დ. თევზაძე 1, მანაგაძე 1, ნადირაძე

მსაჯები: თამაზ კევლიშვილი – ნიკოლოზ კევლიშვილი

დელეგატები: ლევან გელაშვილი, ვახტანგ ბერიაშვილი

————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ

BSB ბათუმი——–16–14—2—0–606-448–30

იმედი თელავი—-14–12—1—1–471-385–25

ქუთაისი————16–12—1—3–597-463–25

პეგასი—————14—8—0—6–522-481–16

გორი—————-14—6—0—8–475-524–12

სტუ-ქარიშხალა—14—4—0–10–427-440—8

წყალტუბო———16—2—0–14–458-614—4

სამტრედია———16—0—0–16–413-614–0

23 მარტი

13:00 წყალტუბო – სამტრედია

15:00 ქუთაისი – BSB ბათუმი

თბილისი, 27-29 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები

17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები

ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი

Leave a Reply