ბათუმმა და ყვარელმა ჩემპიონობა შეინარჩუნეს

საქართველოს ჩემპიონები პლაჟის ხელბურთში გახდნენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და ყვარლის გოგონათა გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ, ბოლო, მეოთხე ეტაპი, ბათუმში, მოიგეს გორის ვაჟთა და აზერბაიჯანის ქალთა გუნდებმა, ოთხი ეტაპის ჯამში ბათუმმა და ყვარელმა პირველობა შეინარჩუნეს. 

ვაჟთ შორის ეროვნული ტურის ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო გორის გუნდმა. აქ ბათუმმა, გორმა და ქუთაისმა 6-6 ქულა დააგროვეს, ხოლო პირად მატჩებში სეტების უკეთესი სხვაობით პირველობა გორელებს დარჩათ.

ანალოგიური სიტუაცია იყო ქალთა ტურნირში, სადაც ყვარელმა, წყალტუბომ და უკონკურსოდ მოთამაშე აზერბაიჯანის გუნდმა ერთმანეთს თითო თამაში მოუგეს და პირველობა აზერბაიჯანს ერგო დამატებითი მაჩვენებლით.

ბათუმი საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, ყვარელი – მესამედ. ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთის ამ ნაირსახეობაში მესამე წელია, იმართება.

პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტური. მეოთხე, ბოლო ეტაპი, ბათუმი. 10-11 სექტემბერი.

კაცები. 10 სექტემბერი. გორი – ბათუმი-2 2-0 (21-9, 29-8), ბათუმი – წყალტუბო 2-0 (16-10, 22-7), ქუთაისი – ბათუმი 2 2-0 (21-5, 33-15), გორი – წყალტუბო 2-0 (27-14, 24-13), ქუთაისი – ბათუმი 2-1 (26-19, 8-18, 7-4). 11 სექტემბერი. ბათუმი – ბათუმი-2 2-0 (17-13, 21-15), გორი – ქუთაისი 2-0 (19-18, 20-19), წყალტუბო – ბათუმი-2 2-1 (17-7, 14-15, 9-8), ქუთაისი – წყალტუბო 2-0 (18-7, 22-16), ბათუმი – გორი 2-1 (17-6, 12-13, 7-4)

1. გორი 6 ქულა (3-2) 2, ბათუმი 6 (3-3) 3. ქუთაისი 6 (2-3) 4. წყალტუბო 2 5. ბათუმი-2 0

საბოლოო: 1. ბათუმი 200 ქულა, 2. გორი 160,  3. ქუთაისი 130, 4. წყალტუბო 60 –  ქორები 90, ჭაბუკთა ნაკრები 30, ბათუმი-2 20, ყვარელი 20, თბილისი 10

გოგონები. 10 სექტემბერი. წყალტუბო-აზერბაიჯანი 2-1 (16-25, 16-14, 3-2), ყვარელი – აჭარა 2-0 (17-11, 13-8), წყალტუბო – აჭარა 2-1 (7-12, 12-10, 4-0), აზერბაიჯანი – ყვარელი 2-0 (14-9, 17-9). 11 სექტემბერი, აზერბაიჯანი – აჭარა 2-0 (19-10,.14-10), ყვარელი – წყალტუბო 2-0 (15-5, 19-12)

1. აზერბაიჯანი 4 ქულა (3-2) 2. ყვარელი 4 (2-2) 3. წყალტუბო 4 (2-3) 4. აჭარა 0

საბოლოო: 1. ყვარელი 90 ქულა, 2. წყალტუბო 50, 3. აჭარა 20 – თბილისი 20

Leave a Reply