ბათუმი ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას შვიდი მატჩიდან 14 ქულით ლიდერობს ქვეყნის ჩემპიონი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები. 10-10 ქულა აქვთ თბილისის პეგასს, თელავის სტუ-იმედსა და ქუთაისს. ჩემპიონატი 26 იანვარს განახლდება. 

პირველი წრის ბოლო ტურში ბათუმმა დაამარცხა თელავი, 32-20. ქუთაისმა 30-28 მოუგო  პეგასს და ქულებით დაეწია. მეხუთე ადგილზეა გორი, რომელმაც დაამარცხა წყალტუბო (51-17), მეექვსეზე – სპორტის უნივერსიტეტი, ვინც 38-34 აჯობა სამტრედიას.

ქუთაისმა პირველი ტაიმი 17-12 მოუგო პეგასს, მაგრამ შემდეგ დაუშავდა მერკვილაძე და კობახიძე, ხოლო ფერაძემ წითელი ბარათი მიიღო. დასრულებამდე 10 წუთით ადრე პეგასელმა ზარნაძემ გაათანაბრა (25-25), მაგრამ ქუთაისი მაინც გავიდა წინ და როდესაც ბოლო შეტევაში ჯაბა ხაჟომიამ გაიტანა, გამარჯვებულიც გაირკვა – 30-28.

ბათუმისა და თელავის მატჩის მეხუთე წუთზე მეტოქის სწრფი გარღვევის ჩაშლისას ერთმანეთს შეეჯახნენ იმედის მეკარე ცინცაძე და გარემარბი დოლმაზაშვილი. მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. ცინცაძემ სახე დაიშავა, თუმცა, კარში მაინც ჩადგა, დოლმაზაშვილმა კი ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ამან, ცხადია, თელაველებზე გავლენა იქონია და მეტოქეს თავიდანვე ჩამორჩნენ. ამას დაერთო ბთუმელთა მეკარის, ტორონჯაძი კარგი თმაში და ჩემპიონმა  ტაიმი 18-8 მოიგო, მეორეში კი უპირატესობა გაზარდა – 32-20.

სამწრიანი ტურნირის შემდეგ, 4 საუკეთესო გუნდი მაისში საჩემპიონო პლეიოფს გამართავს. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

13 დეკემბერი, ოლიმპიური სასახლე. დიდი დარბაზი

სამტრედია – სპორტუნი 34-38

სამ: შველიძე – ხომერიკი 13, ძნელაძე 13, ადამია 3, თევზაძე 2, აფრიდონიძე 1, ხელისუფალი 1,  ნადირაძე 1. დიდია, მანაგაძე, ქავზინაძე

სპ: ხარაიშვილი – იობაშვილი 11, ჭელიძე 6, ჩიკვილაძე 4, ცხვარაშვილი 4, თიგიშვილი 4, აბაშიძე 3, ჩაკვეტაძე 3, ზურაბიანი 2, ერისთავი 1, გულდედავა, დელიბაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი (თბილისი) – გ. გველესიანი (წყალტუბო)

წყალტუბო – გორი 17-51

წყ: სილაგაძე, აფხაძე – ჯიმშელეიშვილი 6, დარსაველიძე 4, გ. აფხაძე 3, გველესიანი 2, მეტონიძე 1, ნიჟარაძე 1, მუკბანიანი, კახაია

გორ: ვათიაშვილი 1 – ახალბედაშვილი 20, მჭედლიშვილი 9, დალაქიშვილი 9, ტარუაშვილი 4, ნიაზაშვილი 3, ზოზიაშვილი 3, ზუბიაშვილი 2, ხუბულური

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი (თბილისი)

ქუთაისი – პეგასი 30-28

ქუთ: ანდრიაძე – ხაჟომია 7, სტურუა 6, რუსტამოვი 5, მერკვილაძე 4, გამზარდია 4, მათნაძე 4, ფერაძე, კობახიძე, ლ. იმნაძე

პეგ: დიხამინჯია – ზარნაძე 10, კუხალაშვილი 7, ბაძაღუა 4, კალანდაძე 4, ქათამაძე 3, გრიშიკაშვილი,  კოხრეიძე, ჭანტურია

მსაჯები: ვ. როჟკოვი – ა. ნოვიკოვი (უკრ)

ბსბ ბათუმი – იმედი-სტუ თელავი 32-20

ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი – გოგოლაძე 8, აბრამიშვილი 5, ტალახაძე 5, კოხრეიძე 4, თევზაძე 3, სიმონია 3, სურმავა 2, ტიელიძე 2,  ბერძენიშვილი, მახაჭაძე

თელ: ცინცაძე, ხიდეშელი – ყორიაული 6, ცისკარიშვილი 3, იობაშვილი 3, გოგალაძე 3, მაისაშვილი 2, გავაშელიშვილი 2, ბაინაზიშვილი 1, დოლმაზაშვილი, კორსანტია

მსაჯები: ვ. როჟკოვი – ა. ნოვიკოვი (უკრ), დელეგატი: ლ. გელაშვილი

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—-7—7—0—0—317-187–14

პეგასი———–7—5—0—2—298-201–10

ქუთაისი——–7—5—0—2—289-196–10

იმედი-სტუ—–7—5—0—2—235-206–10

გორი————7—3—0—4—248-289—6

სპორტუნი——7—2—0—5—221-297—4

სამტრედია—–7—1—0—6—192-276—2

წყალტუბო—–7—0—0—7—156-304—0

განახლდება 26 იანვარს

Leave a Reply