ბათუმი-ქუთაისი ფრედ დასრულდა

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურში ფრედ ითამაშეს ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა და ქუთაისმა, 25-25. ბათუმი პირველ ადგილზე დარჩა 13 ქულით, მეორეა თელავის იმედი (12), მესამეზე – ქუთაისი (11). 

თამაში თავიდან ბოლომდე დაძაბული, ხარისხიანი გამოვიდა. ჩინებულად ითამაშა ორივე გუნდის მეკარემ, ცერცვაძემ და ანდრიაძემ. არენის მასპინძელმა, ქუთაისმა ძალიან ბევრი საკუთარი შეცდომა დაუშვა პირველ ტამში, რის გამოც მეტოქე ერთი პირობა 11-5 დაწინაურდა. ამ მომენტისთვის ბათუმის გუნდში გამოირჩეოდა გამთამაშებლისა და პივოტის წყვილი: თევზაძე-ხაჟომია. შესვენებისთვის ქუთაისელებმა სხვაობა შეამცირეს, 10-13.

მეორე ტაიმის დასაწყისში უნგრელმა მსაჯებმა ზედიზედ გააძევეს ორი ბათუმელი, სტურუა და ყაველაშვილი. მათი მოედანზე დაბრუნების შემდეგ სხვაობა იგივე დარჩა, 12-15, მაგრამ ქუთაისმა ზუსტად ამის შემდეგ მოახერხა თამაშში დაბრუნება: კბილაშვილმა სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, რუსტამოვმა გაათანაბრა 16-16. აქ მესამე ორწუთიანისთვის წითელი ბარათი მიიღო ბათუმის ცენტრალურმა მცველმა ყაველაშვილმა, ქუთაისის მეკარე  ანდრიაძემ ზედიზედ მოიგერია ჯერ შვიდმეტრიანი, შემდე პირისპირ გასვლა, გრიშიკაშვილმა და რუსტამოვმა კი უკვე ქუთაისი გაიყვანეს წინ – 19-17.

თამაში თითქოს გარდატყდა, მაგრამ ანგარიში გაათანაბრეს სურმავამ და წივწივაძემ (20-20), ბერძენიშვილმა კი ისევ შავი ზღვის ბიჭები დააწინაურა – 21-20.  ამის შემდეგ ორბურთიანი სხვაობა აღარ ყოფილა და ქუთაისმა მატჩის ბოლომდე ხუთჯერ მოახერხა მეტოქის დაწევა. ბოლო წუთზე სიმონიამ მიიზიდა მცველი და საგოლე პასი მოაწოდა გრიშიკაშვილს – 25-25.

ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა წყალტუბოს გუნდმა, რომელმაც დაამარცხა სამტრედია – 34-31. ჩემპიონატი 2018 წელს გაგრძელდება. რეგულარულ სეზონში გუნდები გამართავენ 21-21 მატჩს, შემდეგ კი საჩემპიონო პლეიოფი გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

7 ტური, დასავლეთი. 22 დეკემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

სამტრედია – წყალტუბო 31-34

სამ: შველიძე – ძნელაძე 9, გაგუა 8, ხომერიკი 6, თევზაძე 4, ხონელიძე 3, ადამია 1, ნადირაძე, ცეცხლაძე, მანაგაძე

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე, აფხაძე – ხელაძე 17, ჯიმშელეიშვილი 6, მ. გველესიანი 4, მეტონიძე 2,  გ. გველესიანი 2, შვანგირაძე 2, კუხალაშვილი 1, დარსაველიძე

მსაჯები: თამაზ კევლიშვილი – ნიკოლოზ კევლიშვილი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

ბსბ ბათუმი – ქუთაისი 25-25

ბათ: ცერცვაძე- თევზაძე 5, ხაჟომია 4, გოგოლაძე 4, აბრამიშვილი 3, სურმავა 3, ბულბულაშვილი 2, წივწივაძე 2, სტურუა 1, ბერძენიშვილი 1, ყაველაშვილი

ქუთ: ანდრიაძე – კბილაშვილი 9, რუსტამოვი 4, სიმონია 4, გრიშიკაშვილი 3, გამზარდია 3, მერკვილაძე 2, გოგალაძე, მათნაძე, კობახიძე, ჭელიძე, ფერაძე

მსაჯები: ადამ ბირო – ოლივერ კიში (უნგრეთი), დელეგატი: ლ. გელაშვილი

1 წრის შემდეგ——თ—მ—ფ—წ——ბ——-ქ

BSB ბათუმი———7—6—1—0–269-197–13

იმედი თელავი—–7—6—0—1–223-199–12

ქუთაისი————-7—5—1—1–251-190–11

პეგასი—————-7—4—0—3–262-228—8

გორი—————–7—3—0—4–233-255—6

სტუ-ქარიშხალა—-7—2—0—5–206-217—4

წყალტუბო———-7—1—0—6–217-282–2

სამტრედია———-7—0—0—6–169-262–0

პირველი წრის ყველა მატჩი

1-4 ტური. არენა 2. მსაჯები: ლასლო ბოც – ვიქტორ ვიდემან (უნგ),

ელენე არაბული – ინა ჭკუასელი, ნიკოლოზ კვლიშვილი – თამაზ კევლიშვილი

27 ნოე. BSB ბათუმი – პეგასი 41-37, იმედი თელავი – სამტრედია 43-26,

სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო 41-26, ქუთაისი – გორი 44-35

28 ნოე.  BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა 35-28, სამტრედია – გორი 22-33,

იმედი თელავი – ქუთაისი 24-20, პეგასი – წყალტუბო 42-27

29 ნოე.  სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 25-38, პეგასი – სამტრედია 37-21,

იმედი თელავი – BSB ბათუმი 14-28, წყალტუბო – გორი 36-41

30 ნოე. გორი – BSB ბათუმი 29-45, სამტრედია – სტუ-ქარიშხალა 21-27

წყალტუბო – იმედი თელავი 32-40, პეგასი – ქუთაისი 35-44

5-7 ტური. აღმოსავლეთი. არენა 2

მსაჯები: თამაზ კევლიშვილი-ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)

მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი)-გელა გველესიანი (წყალტუბო)

12 დეკ. იმედი თელავი – პეგასი 34-32, სტუ-ქარიშხალა – გორი 27-31

13 დეკ. გორი – იმედი თელავი 33-39, პეგასი – სტუ-ქარიშხალა 37-30

14 დეკ. პეგასი – გორი 42-31, იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა 29-28

5-7 ტური. დასავლეთი. ქუთაისის სპორტის სასახლე.

მსაჯები: ადამ ბირო – ოლივერ კიში (უნგრეთი),

თამაზ კევლიშვილი-ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)

20 დეკ. ბსბ ბათუმი – სამტრედია 50-30, ქუთაისი – წყალტუბო 42-28

21 დეკ.  წყალტუბო – ბსბ ბათუმი 34-45, ქუთაისი – სამტრედია 38-18

22 დეკ. სამტრედია- წყალტუბო 31-34, ბსბ ბათუმი – ქუთაისი 25-25

Leave a Reply